თბილისის ღია უნივერსიტეტში დასრულდა მეორე ღია ტურნირი "კონფუცის თასზე". ეს შეჯიბრება საქართველოს გო-ს ფედერაციის ორგანიზებითა და კონფუცის კლასის მხარდაჭერით ჩატარდა.

ტურნირში გამარჯვება მოიპოვა ოთარ ჭიღლაძემ, ხოლო 12 წლამდე ბავშვებს შორის ნიკოლოზ გუნიამ.

მეორე ლიგაში პირველი ადგილი დაიკავა ლადო ნიკოლაიშვილმა, ბავშვებს შორის ელენე გუნიამ.

ხოლო მესამე ლიგაში ავთანდილ ჩახნაშვილმა, ბავშვებს შორის კი გაიმარჯვა ნიკოლოზ გოგიშვილმა.

გოს სამაგიდო თამაში ჩინეთში ხუთი ათასი წლის წინ მოიგონეს. 1935 წელს ამერიკაში დაფუძნდა გოს ფედერაცია , ორი წლის შემდეგ კი გერმანიაში. გოს საერთაშორისო ფედერაციაში დაახლოებით 75 ქვეყანაა გაწევრიანებული.

„დღეს გო საქართველოში გავრცელებულის სახეობა არაა, მაგრამ ძალიან ბევრი დაინტერესდა და მიმაჩნია, რომ მას დიდი პერპსპექტივა გააჩნია”, – აცხადებს თბილისის გო-ს ფედერაციის პრეზიდენტი დათო როსტომაშვილი.

„ევროპაში უკვე 50 წელზე მეტია რაც გო-ს თამაშობენ, ჩვენი მიზანია, საქართველოშიც დავამკვიდროთ ეს სპორტი და მეტი ბავშვი ჩავრთოთ, რადგან ეს მათ ანალიტიკურ აზროვნებას ავითარებს“- აღნიშნა საქართველოს გო-ს ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ღლონტმა.

ტურნირი ორივე ჯგუფის სამივე ლიგაში დაძაბულ ბრძოლებში მიმდინარეობდა. გამარჯვებულები პრიზებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

ვულოცავთ ყველა გამარჯვებულს მიღწეულ წარმატებას.

.

.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: