დედაჩემი მეუბნებოდა, „თუკი ჯარისკაცი გახდები, გენერალი იქნები, თუკი ბერი გახდები, იქნები წინამძღვარი. ამის ნაცვლად, მე გავხდი მხატვარი და ვარ – პიკასო.“

გენიალური ესპანელი მხატვარი და კუბიზმის დამფუძნებელი 1881 წლის 25 ოქტომბერს მალაგაში, მხატვრის ოჯახში დაიბადა.

პირველი მნიშვნელოვანი ნახატი, ,,პირველი ზიარება“, პიკასომ 15 წლის ასაკში შექმნა.

ლა-კორუნიეს, ბარსელონას და მადრიდის ხელოვნების სკოლებში სწავლის შემდეგ ცხოვრება პარიზში გადაწყვიტა და 1904 წლიდან მუდმივად იქ იყო.

1917 წელს იგი მიიწვიეს რომში დიაგილევის ბალეტისათვის კოსტიუმებისა და სცენის დიზაინერად. სწორედ აქ გაიცნო მან დასის ულამაზესი ბალერინა ოლგა ხოხლოვა, რომელზეც 1918 წელს იქორწინა. მასთან მხატვარს ვაჟი შეეძინა.

1935 წელს მათი ოჯახი დაინგრა და ამის შემდეგ პიკასოს ცხოვრებაში ძალიან ბევრი ქალი იყო, ოლგა კი ბოლომდე პიკასოს ერთგული დარჩა და სიცოცხლის ბოლომდე ის ოლგა პიკასო იყო.

პიკასო და მისი მრავალფეროვანი შემოქმედება

პიკასო. ავტოპორტრეტი

.

პიკასოს მოღვაწეობა რამდენიმე ეტაპად იყოფა, კერძოდ, ცისფერ და ვარდისფერ პერიოდად. მათში ასახულია ღატაკთა და მიუსაფართა ტრაგიკული მარტოობის განწყობა. ამის შემდეგ, მან მუშაობა განაგრძო ერთდროულად კლასიკურ, ავანგარდულ და რეალისტურ მხატვრობაში. ამ სამ მიმდინარეობას ის ერთმანეთს უხამებდა.

კაპიტალიზმის პერიოდში პაბლო მტკივნეულად განიცდიდა ბუჟუაზიული საზოგადოების კრიზისს. ამ პერიოდში მან ახალი მიმდინარეობა - კუბიზმი შემქნა.

მხატვარი ყოველთვის ეხმაურებოდა თავისი შემოქმედებით სხვადასხვა სახის მნიშნველოვან ცვლილებებს მის გარშემო და, ზოგადად, მშოფლიოში, რაც აისახა მის ნახატებშიც, მაგალითად: ,,მტირალი ქალი, ,,გენრიკა“, მშვიდობის მტრედი“ და ა.შ.

დიდი ადგილი უჭირავს პიკასოს შემოქმედებაში ქალის პორტრეტებს.

მისმა შემოქმედებამ უდიდესი გავლენა იქონია XX საუკუნის მხატვრობაზე და ზოგადად ხელოვნებაზე. ის მუდამ იდგა იქ, სადაც საჭიროდ თვლიდა და ყოველთვის იბრძოდა პროგრესული იდეალებისაკენ.

1950 წელს პაბლო აირჩიეს მშვიდობის მსოფლიო საბჭოში, არის მშვიდობის საერთაშორისო პრემიის 1950 წლის და „ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცებისათვის“ საერთაშორისო ლენინური 1962 წლის პრემიის ლაურეატი.

საინტერესო ამბავი

ერთხელ პიკასოს ექიმმა უთხრა:

- თავს უფლებას ვერ მივცემ, ვიმსჯელო თქვენი ნახატების ფერწერულ ღირსებაზე, მაგრამ სურათზე გამოსახული ადამიანები, ანატომიის თვალსაზრისით, ყველა ნამდვილად ავადმყოფია.

- მიუხედავად ამისა, ექიმო, ისინი გაცილებით მეტ ხანს იცოცხლებენ, ვიდრე თქვენი პაციენტები. - უპასუხა მხატვარმა.

პაბლო პიკასო – „ალჟირელი ქალები“

პიკასო. ალჟირელი ქალები

.

1955 წელს, მხატვარმა ,,ალჟირელი ქალების“ სერიის ფარგლებში 15 ნახატი შექმნა.

ტილო ,,ალჟირელი ქალები“, რომელიც საუდის არაბეთის მოქალაქე უცნობ კოლექციონერს ეკუთვნოდა, 2015 წლის მაისში გაიყიდა ნიუ იორკში.

მყიდველმა ესპანელი მხატვრის ნამუშევარში 181,8 მილიონი გადაიხადა. ის ყატარის ყოფილი პრემიერ მინისტრი ჰამად ბენ ჯასიმ ბენ ჯაბერ ალ-ტანი იყო.

ტილო მსოფლიოში 10 ყველაზე ძვირადღირებულ ნახატებში შედის.