კორონავირუსის ეპიდემიის ზემოქმედების შემცირების მიზნით, პეკინის მუნიციპალურმა მთავრობამ მთელი რიგი ზომების მიღების შესახებ განაცხადა. კერძოდ, საუბარია საიჯარო თანხების შემცირებასა ან მისგან გათავისუფლებაზე, ასევე მცირე და საშუალო კომპანიების ფინანსურ მხარდაჭერაზე. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო სინხუა ავრცელებს.

Related Articles

სახელმწიფო მეიჯარეებმა თებერვალში უნდა გაათავისუფლონ მცირე და საშუალო კომპანიები საიჯარო თანხის გადახდისაგან იმ შემთხვევაში, თუ კომპანიამ შეაჩერა ან შეამცირა ოპერაციათა მოცულობა აუცილებელ დონემდე ისე, რომ ბევრი თანამშრომელი სამსახურიდან არ გაათავისუფლა. ოთხშაბათს გამოქვეყნებული ცირკულარის თანახმად, ასეთი მეიჯარეები მუნიციპალური ან რაიონული მთავრობისგან სუბსიდიას მიიღებენ. ასევე, შემოთავაზებული იქნება დამატებითი საბანკო კრედიტები და საწარმოთა ფინანსირებისთვის გათვალისწინებული უფრო დაბალი ხარჯები. აღნიშნული ცირკულარის მიხედვით, მცირე და მიკროსაწარმოთა დაკრედიტების ზრდა 20%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.

ცირკულარში ხაზგასმულია იმ ფირმების ფინანსური მხარდაჭერის გაძლიერების მოთხოვნა, რომლებსაც ახალი ტიპის კორონავირუსის ეპიდემიის გამო დროებითი სირთულეები შეექმნათ. ცირკულარში აღნიშნულია, რომ სესხი არ იქნება შეჩერებული ან გამოთხოვილი. მათი კრედიტები, ვისაც დაფარვასთან დაკავშირებით სირთულეები შეექმნა, გადავადდება.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: