პეკინში ერთ-ერთი საწარმოს შენობას 6 დღეში დამცავი ნიღბების ქარხანად გადააქცევენ, რათა დაკმაყოფილდეს კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული მზარდი მოთხოვნილება.

ქარხანა, რომელსაც კომპანია China Construction First Group აშენებს, დღეში 250 000 ნიღაბს გამოუშვებს.

ობიექტის რეკონსტრუქცია ორშაბათს დაიწყო და, როგორც მოსალოდნელია, შაბათისთვის დასრულდება. მუშების დასაცავად სამშენებლო კომპანია ყოველდღე გაუზომავს მათ ტემპერატურას და მათთვის, ვისაც დაავადების სიმპტომები აღენიშნება, საცხოვრებელი ზონიდან მოშორებით ოთახებს გამოყოფს.

ეპიდემიასთან ბრძოლის ფონზე ნიღბებზე დიდი მოთხოვნაა მედპერსონალისა და მოსახლეობის მხრიდან.

მთავრობის მხრიდან ხდება სამედიცინო საშუალებების მწარმოებელთა წახალისება, რათა მათ გაზარდონ საკუთარი წარმოება. ასევე, შესაბამისი საქონლის მიწოდების დეფიციტის აღმოსაფხვრელად, მთავრობა სხვა ზომებსაც მიმართავს.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: