დედაქალაქის ბიბლიოთეკა და პეკინის ფერწერის აკადემიის სამხატვრო გალერეა 1 მაისიდან ისევ გაიხსნება. სხვა საჯარო ბიბლიოთეკები და სამხატვრო გალერეები მუშაობას თანდათან, მათი პირობებიდან გამომდინარე, განაახლებენ. ამის შესახებ ხუთშაბათს პეკინის კულტურისა და ტურიზმის სამმართველომ განაცხადა.

მეგაპოლისის საჯარო ბიბლიოთეკებში და სამხატვრო გალერეებში შემოღებული იქნება რეალურ სახელზე და გვარზე ბილეთების დაჯავშნის სისტემა, დამთვალიერებელთა რაოდენობა და მათი სტუმრობის საათები მკაცრ კონტროლს დაექვემდებარებიან.

ონლაინ-დაჯავშნა აუცილებელი იქნება დედაქალაქის ბიბლიოთეკაში და პეკინის ფერწერის აკადემიის სამხატვრო გალერეაში შესასვლელად. მათ, ვისაც ბილეთი წინასწარ დაჯავშნული არ ექნება, შენობაში არ შეუშვებენ.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: