გაბრიელ გარსია მარკესი - მარტოობის ასი წელი

გაბრიელ გარსია მარკესი მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რომანისთვის „სახლის“ დარქმევას აპირებდა. თუმცა, „დიდი სახლის“ ანალოგიისგან თავის ასარიდებლად, რომელიც მის მეგობარს ალვარო სამუდიოს ეკუთვნის და რომელიც რამდენიმე წლით ადრე გამოვიდა, მან შეცვალა ეს დასახელება. ახლა, ეს წიგნი ჩვენთვის ცნობილია, როგორც „მარტოობის ასი წელი“

"მარტოობის ასი წელი"

ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი - დიდი გეთსბი

ჯაზის ეპოქის მთავარი წიგნის სახელზე ფიქრისას ფიცჯერალდს ბევრი იდეა ჰქონდა. განხილული იყო ვარიანტები - „გეტსბი - ოქროს ქუდი“; „უცნობი შეყვარებული“ და კიდევ სხვა მრავალი. პუბლიკაციამდე 1 კვირით ადრე დამტკიცდა სახელი „ტრიმალხიონის დღესასწაული“, რომელიც მოხსენიებულია ძველ რომანში „სატირიკონი“ და რომელიც დაკავშირებულია მის გმირთან. ბოლო მომენტში, მწერალმა არჩევანი შცვალა და გადაწყვიტა სათაური „ წითლის, ლურჯის და თეთრის ქვეშ“, რომელზეც ამერიკის შეერთებული შტატების დროშამ მიანიშნა. თუმცა, როგორც ვხედავთ, არც ეს ვერსია დარჩა და შედეგად „დიდი გეტსბი“ მივიღეთ.

"დიდი გეტსბი"

ჯორჯ ორუელი - 1984

ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ანტიუტოპიის სამუშაო სახელწოდება „უკანასკნელი ადამიანი ევროპაში“ იყო. თუმცა თვითონ ორუელსაც არ მოსწონდა. საუბარი ზედმეტია მის გამომცემელზე. შესაბამისად, სათაურის შეცვლასა და მისთვის უფრო კომერციული სახელის მოფიქრებაზე თავად ავტორიც დათანხმდა და მკითხველი მას გაეცნო, როგორც „1984“

"1984"

ბრემ სტოკერი - დრაკულა

თავდაპირველად „დრაკულას“ სახელწოდება საკმაოდ არაპროპორციულად გამოიყურებოდა - „მკვდარი, არა-მკვდარი“. პუბლიკაციამდე იგი შეამოკლეს და დატოვეს მხოლოდ „არა-მკვდარი“. მხოლოდ უკანასკნელ მომენტში შეცვალეს რადიკალურად და ბევრად უფრო ინტრიგული სათაური „დრაკულა“ მოუფიქრეს.

"დრაკულა"

ლუის კეროლი - ალისა საოცრებათა ქვეყანაში

ორიგინალი ხელნაწერი, რომელიც ავტორმა მისი მეგობრის შვილსა და ალისას გმირის პროტოტიპს ალის ლიდელს მიუტანა, ბეჭდვური ვერსიისგან განსხვავებით, ბევრად უბრალო სახელწოდების იყო. მას ერქვა „ალისა მიწის ქვეშ“. ახლანდელი სახელწოდებით კი წიგნი რამდენიმე წლის შემდეგ გამოქვეყნდა.

"ალისა საოცრებათა ქვეყანაში"

ლევ ტოლსტოი - ომი და მშვიდობა

რომანის ნაწყვეტები გამოიცემოდა სახელებით „ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება“, „სამი ფორა“ და „1805“. მაგრამ, ექვსწლიანი მუშაობის შემდეგ იგი მოგვევლინა, როგორ „ომი და მშვიდობა“. აღსანიშნავია, რომ ავტორი თავის ნაშრომს შედევრად ვერ აღიქვამდა, რაც მის წერილებშიც ჩანს. იგი მას „მრავალსიტყვაობის სანაგვეს“ უწოდებს.

"ომი და მშვიდობა"

გადაცემის "დილა შენთვის" სტუმარებმა, მწერალმა თეა ინასარიძემ და ფოტოგრაფმა ინდიგომ, წიგნის - "მეცხრე ფლიგელი" - შესახებ ისაუბრეს. აღმოჩნდა, რომ წიგნის თავდაპირველი სახელწოდება "ოცდამეხუთის ეფექტი", რადგან სიუჟეტი სწორედ ოცდამეხუთე კადრის თემაზეა აგებული, თუმცა საბოლოოდ სახელი შეიცვალა და არჩევანი "მეცხრე ფლიგელზე" შეაჩერეს.

გადაცემის სრული ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ რადიო JAKO FM-ის Facebook გვერდზე

თეა ინასარიძე და ინდიგო

თეა ინასარიძე და ინდიგო

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: