პირის ღრუს ჰიგიენა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ჰიგიენურ პროცედურას წარმოადგენს როგორც დიდებისთვის ისე პატარებისთვის. ბავშვი პირის ღრუს მოვლას და კბილის ჯაგრისის სწორად გამოყენებას ადრეული ასაკიდანვე უნდა შეაჩვიო.
პირველ ხანებში მანამ, სანამ პატარა კბილების მოვლას მიეჩვევა, სასურველია დედა თავად დაეხმაროს კბილების გაწმენდაში, უკვე შემდგომში კი ბავშვმა, დაახლოებით 4-5 წლის ასაკში, დამოუკიდებლად უნდა შეძლოს კბილების მოვლა.
ვსწავლობთ კბილების მოვლას

იმისათვის რომ პატარა მარტივად შეაჩვიო პირის ღრუს დამოუკიდებლად მოვლას, სასურველია ჯაგრისი პატარა და რბილი იყოს.
გამოყენების შემდეგ კბილის ჯაგრისი გულდასმით უნდა გაირეცხოს და სპეცილურ ჭურჭელში მოთავსდეს.
პირის ღრუს მოვლა მხიარული პროცესი რომ გახდეს, საჭიროა კბილის ჯაგრისი მისთვის საყვარელი პერსონაჟებით იყოს გაფორმებული, ასევე დიდი მნიშვენლობა აქვს კბილის პასტის სწორად შერჩევას, დღეს აფთიაქებში მრავალი სახის ხილის სხვადასხვა არომატით დამზადებული კბილის პასტა შეგიძლიათ შეარჩიოთ და შეიძინოთ.
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კბილთაშორის არეების გულდასმით გაწმენდას რადგან იქ დარჩენილი საჭმლის ნაწილაკები დუღილს და ხრწნას განიცდიან.
უნდა მიაჩვიო პატარა კბილების სწორად გაწმენდას, კერძოდ, ჯაგრისი უნდა ამოძრაო ქვევიდიან ზევით, ზევიდან ქვევით, შიგნიდან გარეთ, გარედან შიგნით და წრიულად.
კბილების გაწმენდა თავდაპირველად დღეში ერთხელ არის საჭირო, შემდგომ კი ორჯერ- დილით და საღამოს, ვახშმის შემდეგ.
მანამ სანამ კბილების გაწმენდას მიაჩვევდე, ყოველი ჭამის შემდეგ პატარას პირის ღრუში სასურველია წყლის გამოვლება, რათა კბილებში დარჩენილი საკვები ნაწილაკები მარტივად გამოიდევნოს პირის ღრუდან.