ხილის წვენები ბავშვთა კვებაში ადრეული ასაკიდან გამოიყენება. ვაშლი ერთ-ერთ პირველი ხილია, რომლისგან მიღებული წვენი შეგიძლიათ პატარას 6 თვის ასაკიდან მისცეთ. მასში 85% წყალს უკავია, სწორედ ამიტომ ის ადვილად ასათვისებელ პროდუქტად ითვლება. მასში შემავალი სასარგებლო ნივთიერებები ხელს უწყობენ ორგანიზმის ზრდას, სიჯანსაღეს და ჯანმრთელობას.
ნორმან ვორკერი, ამერიკელი რომელმაც 100 წელს მიაღწია, ყველაზე დიდ რეკომენდაციას ვაშლის წვენს უწევს. მან თქვა, რომ თითქმის ასი წელი იცოცხლა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ცხოვრების მუდმივი ნაწილი იყო წვენების გამოყენება, მათ შორის ვაშლის წვენის. მისი თქმით, ახლად გამოწურული წვენების გამოყენება მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს ადამიანის ჯანმრთელი ცხოვრების ხანგრძლივობას.

ვაშლის წვენი შეიცავს რკინას, იოდს, მანგანუმს, პექტინს. ასევე მასში შედის ვიტამინები A, B1, B3, PP, C და სხვა.

ვაშლის სასარგებლო თვისებები:
ვაშლს ორგანიზმზე გამაკაჟებელი, გამამხნევებელი მოქმედება გააჩნია;
ვაშლი სასარგებლოა ლიმფური სისტემის ჩამოსაყალიბებლად;
ვაშლი ხელს უწყობს ნერვული სისტემის სრულყოფას და ნორმალიზებას, სასარგებლოა ძილის რეჟიმის დარღვევის დროს;
ვაშლი ხელს უწყობს რესპირატორული დაავადებების, მათ შორის ორგანიზმში ასთმის დონის დაქვეითებას;
ვაშლის წვენი სასარგებლოა ქრონიკული შეკრულობის, გასტრიტის და კოლიტის დროს;
ვაშლის წვენი თქვენს პატარას ავიტამინოზის განვითარებისგან იცავს;
ვაშლი შეიცავს ბუნებრივ ანტიბიოტიკს – ფიტონციდს, რომელიც გრიპის ვირუსზე დამღუპველად მოქმედებს;
ვაშლის წვენი კურნავს ოქროსფერ სტაფილოკოკს, ანადგურებს დიზენტერიის გამომწვევ ბაქტერიას.
ვაშლის წვენი საუკეთესოდ მოქმედებს პატარაზე ენდოკინული სისტემის სამკურნალოდ.
მეცნიერული კვლევის საფუძველზე ვაშლის რეგულარული მიღება სისხლს კიბოს უჯრედების წარმოქმნისგან იცავს, ხოლო არსებობის შემთხვევაში მათ რაოდენობას ამცირებს.

მიღების წესი:

ყველა ახალი საკვების თუ წვენის მიცემა პატარასთვის იწყება 1 კოვზიდან. წვენის რაოდენობა 5-6 თვის ბავშვისთვის 50-60 მლ-ია.

წვენი არ უნდა შეურიოთ საკვებს, ანუ არ უნდა მისცეთ ბავშვს ჭამის დროს. უმჯობესია, დაალევინოთ კვებიდან კვებამდე არსებულ შუალედში, ან ჭამამდე 30 წუთით ადრე.