შავ ზღვას შავი მისი ფერის გამო რომ არ დაერქვა ალბათ ამაზე ყველა ვთანხმდებით, თუმცა რეალურ მიზეზს მაინც ვერ ვპოულობთ თუ რატომ მაინცდამაინც შავი და არა სხვა.

ისტორიიდან გამომდინარე ორი ფაქტი შეგვიძლია დავასახელოთ, რომელმაც სავარაუდოდ შავი ზღვის ასეთი დასახელება გამოიწვია.

ორივე შემთხვევაში მისი სახელი „არასტუმართმოყვარე ზღვასთან“ ასოცირდება.

დავიწყოთ ბერძნებთან დაკავშირებული ისტორიით. ძველად, ბერძნები შავ ზღვას პონტო აქსინოს უწოდებდნენ, ანუ არასტუმართმოყვარეს, რადგან მისი გადალახვა ძალიან უჭირდათ. თუმცა, მას შემდეგ, რაც შავი ზღვის სანაპირო აითვისეს პონტო ექსინოსი დაარქვეს და არასტუმართმოყვარე ზღვიდან შავმა ზღვამ სტუმართმოყვარეს სახელიც დაიმსახურა.

შავი ზღვა

შავი ზღვა

მეორე შემთხვევა თურქებთან არის დაკავშირებული, თუმცა შინაარსობრივად სწორედაც რომ ბერძნების მაგალითს იმეორებს.

შავი ზღვის სანაპიროს დაპყრობის მსურველ თურქებს მოსახლეობამ დიდი წინააღმდეგობა გაუწია და თურქებმაც მას კარადენიზი შეარქვეს, რაც ბერძნების მსგავსად შავსა და არასტუმართმოყვარეს ნიშნავს.

გარდა ისტორიული ფაქტებისა, მისი სიშავე დაკავშირებულია დიდი რაოდენობის გოგირდწყალბადის არსებობასთან, რის გამოც ზღვის სიღრმეში მხოლოდ რამდენიმე ბაქტერია თუ ცოცხლობს. ნებისმიერ ლითონს კი ღრმა წყალში მოხვედრისას შავი საფარი ედება.

გადაცემის "დილა შენთვის" სტუმარმა, მსახიობმა ზურაბ ცინცქილაძემ ბათუმისა და ზოგადად შავი ზღვის სანაპიროს მნიშვნელობაზე ისაუბრა.

გადაცემის სრული ვერსიის ნახვა შეგიძლიათ მედიაპორტალ 4U.GE ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: