ყოველ ჩვენგანს ალბათ სმენია, რომ ყავა არც თუ ისე სასარგებლო სასმელია, თუმცა კონკრეტულად რა გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე მისი ჭარბი მოხმარება ბევრი ჩვენგანი ვერც კი ხვდება.

  1. უძილობა

ბევრი კოფეინს იმისათვის იყენებს, რომ ღამით არ დაიძინოს, მაგრამ თუ დაძინების პრობლემები დაგეწყოთ, ნამდვილად არ ღირს ყავის სმის გაგრძელება, უმჯობესია საერთოდ ამოიღოთ რაციონიდან. ძილის პრობლემების სიმწვავის არსებობა-არარსებობის მიუხედავად, გაითვალისწინეთ, რომ დღის მანძილზე სამ ფინჯანზე მეტი ყავის დალევა ნამდვილად არ ღირს, რადგან ვერ გამოიძინებთ - კოფეინი მოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე ძილშიც და მთელ ნერვულ სისტემას აღგზნებულ მდგომარეობაში ამყოფებს.

  1. კოფეინი ვნებს ღვიძლს

ყავის შეთვისება არც თუ ისე კარგი გზით ხდება. თქვენი ღვიძლი ზრუნავს ენზიმების გამომუშავებისთვის, რომლებიც შლიან ყავას და ახდენენ მის მეტაბოლიზაციას. ამიტომ, როცა ენზიმები აუცილებელია სხვა მავნე ქიმიკატების დასაშლელად, აღმოჩნდება, რომ ისინი მოდუნებული ან არასაკმარისია კოფეინის დაშლაზე მუშაობის გამო. ბევრ ადამიანს, რომლებიც ხშირად მიირთმევენ ყავას, «ზარმაცი» ღვიძლი აქვთ.

  1. კოფეინი ცუდად მოქმედებს ენერგიის საერთო დონეზე

ყავის მოყვარულებს ეს სასმელი ბოლოს აღარ ეხმარება. ის უბრალოდ «არ მუშაობს». ეს ძალიან ცუდი ნიშანია, რადგან ფარისებრი ჯირკვალი აღარ რეაგირებს მასზე იმის გამო, რომ ყავა მუდმივად ახდენს ზეწოლას და «ანგრევს» მას. ყავა სხეულს აიძულებს გამოიმუშაოს ადრენალინი და თუ თქვენ მუდმივად სვამთ ყავას, ყოველ ჯერზე უფრო მეტი კოფეინი გჭირდებათ, რათა ორგანიზმმა იგივე ეფექტურობით უპასუხოს ამ ნივთიერებას.

  1. კარიესი

იტალიაში, ქ. პავიის უნივერსიტეტში ჩატარდა კვლევები, რომელთა შედეგადაც მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ ყავა ხელს უშლის კარიესის განვითარებას. ეს ხდება ყავის ბაქტერიციდული თვისებების გამო, რის შედეგადაც ბაქტერიები ვერ მაგრდებიან კბილების ზედაპირებზე.

  1. საშიში ორსულობა

ექიმები ორსულ ქალებს და მეძუძურ დედებს ყავის მიღებას ან მინიმალური რაოდენობით, ან საერთოდ არ ურჩევენ. დიდი ბრიტანეთის ლიდსის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ორსულებში კოფეინის ხშირი მიღება შესაძლოა მუცლის მოშლასთან და ნაადრევ მშობიარობასთან იყოს კავშირში.