27 სექტემბერს ჩინეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 70 წლისთავთან დაკავშირებით, ჩინეთის საელჩომ საქართველოში საზეიმო მიღება, ჩინელი და ქართველი შემსრულებლების კონცერტი და ფოტოგამოფენა გამართა.

სასტუმრო ჰუალინგში მოწყობილ ღონისძიებას დაესწრნენ: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ლი იანი, ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

ეროვნული დღის აღიშნვის მიზანია საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების გაღრმავება, ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარება და თანამშრომლობის გაუმჯობესება.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ჩინეთის ელჩმა საქართველოში ჩინეთის განვითარებაზე ისაუბრა.

ჩინეთის ელჩი საქართველოში ლი იანი

ჩინეთის ელჩი საქართველოში ლი იანი

"70 წლის წინ, ჩინელმა ხალხმა შეუპოვარი წინსვლის წყალობით შეძლო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსება და მიაღწია სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობასა და ეროვნულ განთავისუფლებას. ბოლო 70 წლის განმავლობაში ასობით მილიონმა ჩინეთის მოქალაქემ გადალახა უამრავი წინააღმდეგობა და მათმა ბრწყინვალე მიღწევებმა მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. ჩინელმა ხალხმა შეძლო ღარიბი და ჩამორჩენილი ქვეყანა ექცია ღია, პროგრესულ და მდიდარ სახელმწიფოდ.

ჩინეთის განვითარება დამოკიდებულია მსოფლიოზე, მსოფლიოს კეთილდღეობა კი ჩინეთზე. ჩინეთი გაჰყვება მშვიდობიანი განვითარების გზას, კიდევ უფრო გააღებს კარს მსოფლიოსთვის, მტკიცედ დაიცავს საერთაშორისო თავისუფალი ვაჭრობის სისტემას, შექმნის საერთაშორისო ურთიერთობათა ახალ ტიპს, რომელიც დამყარებული იქნება თანამშრომლობასა და ორმხრივ მოგებაზე და შექმნის კაცობრიობისთვის საერთო მომავლის მქონე საზოგადოებას." - აღნიშნა ელჩმა.

საქართველოში ჩინეთის ელჩმა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების ასპექტებზეც ისაუბრა.

"წელს ჩინეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 27 წლისთავია. ბოლო 27 წლის განმავლობაში, ჩინეთი და საქართველო ყოველთვის იცავდნენ ურთიერთპატივისცემის, თანასწორობისა და ორმხრივი მოგების პრინციპებს. ჩვენმა ქვეყნებმა უამრავ სფეროში ითანამშრომლეს, ხელი შეუწყეს ორმხრივ ურთიერთობებს და ნაყოფიერ შედეგებს მიაღწიეს.

ჩვენი ქვეყნები, როგორც ყოველთვის, კვლავაც მხარს უჭერენ ერთმანეთს ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებში. ჩინეთი ყოველთვის მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

მართალია სულ 2 თვეა, რაც ჩინეთის ელჩის მოვალეობას ვასრულებ საქართველოში, თუმცა ვგრძნობ საქართველოს განვითარების უზარმაზარ პოტენციალს და ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებისა და თანამშრომლობის ფართო პერსპექტივებს სხვადასხვა სფეროში. მე მჯერა, რომ სანამ ერთად ვიმუშავებთ ურთიერთობის გაძლიერებაზე და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე, ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ორმხრივ ურთიერთობათა ახალ დონეს. სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყნებსა და ხალხს." - დასძინა ლი იანმა.

ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრა საქართველოს ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმაც.

ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი

ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი

"მაქვს პატივი, რომ დღეს საქართველოს მთავრობის და თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქის სახელით, ჩვენ ჩინელ მეგობარ ხალხს და ჩინელებს მივულოცო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 70 წლისთავი. ეს დიდი იუბილე. ამ წლების განმავლობაში ჩინელმა ხალხმა შთამბეჭდავი შრომა გაწია და ძალისხმევა იმისთვის, რომ ტრანსფორმაცია მოეხდინა საკუთარი ქვეყნის. თანაც, ეს არის ის მეგობარი ქვეყანა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს" - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ჩინეთის 70 წლის იუბილეს აღნიშნვაზე და ისაუბრა ღონსიძიების ორგანიზატორმა, GBTIMES Georgia-ს გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ტარახჩევმა.

GBTIMES Georgia-ს გენერალური დირექტორი მიხეილ ტარახჩევი

GBTIMES Georgia-ს გენერალური დირექტორი მიხეილ ტარახჩევი

"ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ ქვეყნებს შორის საკმაოდ თბილი ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ეს არის ჩვენი ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. ჩვენთან იმყოფებოდნენ მაღალი რანგის პირები ვიზიტებით, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჩვენი მთავრობა იმყოფებოდა ჩინეთში. ჩვენი ურთიერთობები ყოველდღიურად ვითარდება. ვიმედოვნებთ, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება" - აღნიშნა GBITMES Georgia-ს გენერალურმა დირექტორმა.

ღონისძიებაზე, ჩინეთის განვითარებისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა და ჩინელი და ქართველი შემსრულებლების კონცერტიც გაიმართა.

ჯეო ფოლკ ტური

ჯეო ფოლკ ტური

ღონისძიება GBTIMES Georgia-ს ორგანიზებით გაიმართა. მედია ორგანიზაცია ჩინეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური და კულტურული ურთიერთობებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ექსკლუზიური პარტნიორი და ორგანიზატორია.

ჩინეთის ეროვნული დღე

ჩინეთის ეროვნული დღე