საკვების თავსებადობის საკითხი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუ თავსებად საკვებს მიირთმევ, შენი სხეული კარგად მუშაობს და თუ ერთმანეთთან არათავსებადი საკვებით იკვებები, შედეგად იღებ კუჭ-ნაწლავის პრობლემას და ზედმეტ კილოგრამებს, რომელიც არც თუ ისე სასურველია. საკვები პროდუქტების ურთიერთშეთავსების პრობლემებს მსოფლიო მეცნიერთა მრავალი ნაშრომი მიეძღვნა.
ქვემოთ მოცემული წესების გათავისება და მათი პრაქტიკულად გამოყენება, თავიდან აგაცილებს მრავალი დაავადების განვითარებას.

1.ხორცი და პური ერთად არ უნდა მიიღო, რადგან ხორცის ძირითადი შემადგენლობა ცილაა, პურის კი ნახშირწყლები. ორივე პროდუქტს სხვადასხვა შემადგენლობა აქვს, რის გამოც ერთმანეთს ხელს უშლიან ათვისებაში.

2. რძესთან ერთად არაფერი მიირთვა. იგი ცილოვანი პროდუქტია და მცირე რაოდენობით მიიღე, რადგან დიდი რაოდენობის რძე ორგანიზმში იწვევს ლპობით რეაქციებს და წამლავს სისხლს.

3. კვერცხთან ერთად პურს ნუ მიიღებ (კვერცხი ცილოვანი პროდუქტია).

4. კარტოფილი მიიღე მცირე რაოდენობით, ვინაიდან მასში შემავალი სახამებელი არ იხსნება არც წყალში და არც სპირტში, ეს უხსნადი ნაწილაკები ხვდებიან სისხლძარღვში და ანაგვიანებენ ჯერ მას, შემდეგ კი მთელ ორგანიზმს, განსაკუთრებით მსხვილ ნაწლავს.

5. ხილის წვენების მიღება დესერტის სახით არ შეიძლება, რადგან ხილის წვენი უერთდება ყველა პროდუქტს და იწვევს ნაწლავში დუღილის პროცესს. ხილი და წვენი მიიღეთ ჭამიდან 2-3 სთ-ის შემდეგ ან ჭამამდე 1 საათით ადრე.

6. თაფლი მიიღე მცირე რაოდენობით და ისიც 1 ან 2 ჩ/კ, მშიერ კუჭზე.

7. სოკო მავნეა ორგანიზმისთვის, რადგან სოკოს ცილები მას აბსოლუტურად არ ესაჭიროება.

8. მოერიდე ჭამის დროს წყლის დალევას, ვინაიდან იგი ანეიტრალებს კუჭის წვენს და არღვევს მის ფუნქციას. წყალი მიიღეთ ჭამამდე 1 საათით ადრე ან ჭამიდან 1 საათის შემდეგ, საკვებზე წყლის დაყოლება ასევე იწვევს ორგანიზმში მომნელებელი სისტემის პრობლემებს.

9. ნოყიერი საკვების მიღებას თუ აპირებ, ჭამის წინ დალიე ცოტა არაყი ან ვაშლის ძმრიანი წყალი.

10. ნუ მიიღებ საკვებს უშუალოდ ძილის წინ და ნუ დაამძიმებ ორგანიზმს. და თუ მაინც ძილის წინ ცდუნებას ვერ უძლებ, მიიღე ბოსტნეული, მაგალითად სტაფილო, კიტრი და ა.შ. ან ხილი. ასევე ძილის წინ შეგიძლია მიირთვა მაწონი და კეფირი.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: