საკვები პროდუქტების ურთიერთშეთავსების პრობლემებს მსოფლიო მეცნიერთა მრავალი ნაშრომი მიეძღვნა. ქვემოთ მოცემული წესების გათავისება და მათი პრაქტიკულად გამოყენება თავიდან აგაცილებთ მრავალი დაავადების განვითარებას.

1. ხორცი და პური ერთად არ უნდა მიიღოთ, რადგან ხორცის ძირითადი შემადგენლობა ცილებია, პურის კი - ნახშირწყლები. ორივე პროდუქტს სხვადასხვა შემადგენლობა აქვს, რის გამოც ერთმანეთს ხელს უშლიან ათვისებაში.
2. რძესთან ერთად არაფერი მიირთვათ. იგი ცილოვანი პროდუქტია და მცირე რაოდენობით მიიღეთ, რადგან დიდი რაოდენობის რძე ორგანიზმში იწვევს ლპობით რეაქციებს და წამლავს სისხლს.

3. კვერცხთან ერთად პურს ნუ მიიღებთ ( კვერცხი, ცილოვანი პროდუქტია).

4. კარტოფილი მიიღეთ მცირე რაოდენობით, ვინაიდან მასში შემავალი სახამებელი არ იხსნება არც წყალში, არც სპირტში. ეს უხსნადი ნაწილაკები ხვდებიან სისხლძარღვში და ანაგვიანებენ ჯერ მას, შემდეგ კი მთელ ორგანიზმს, განსაკუთრებით მსხვილ ნაწლავს.

5. ხილის წვენების მიღება დესერტის სახით არ შეიძლება, რადგან ხილის წვენი უერთდება ყველა პროდუქტს და იწვევს ნაწლავში დუღილის პროცესს. ხილი და წვენი მიიღეთ ჭამიდან 2-3 სთ-ის შემდეგ.

6. თაფლი მიიღეთ მცირე რაოდენობით. 1 ან 2 ჩ/კ მშიერ კუჭზე.

7. სოკო მავნეა ორგანიზმისთვის, რადგან სოკოს ცილები მას არ ესაჭიროება.

8. მოერიდეთ ჭამის დროს წყლის დალევას, ვინაიდან იგი ანეიტრალებს კუჭის წვენს და არღვევს მის ფუნქციას. წყალი მიიღეთ ჭამამდე 1 საათით ადრე ან ჭამიდან 1 საათის შემდეგ.
9. ნოყიერი საკვების მიღებას თუ აპირებთ, ჭამის წინ დალიეთ ცოტა არაყი ან ვაშლის ძმრიანი წყალი.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: