სწორ კვებას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ქალის ჯანმრთელობისთვის, ისე ნაყოფის ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის.

არასრულფასოვანი კვება ორსულობის დროს სხვადასხვა გართულებას და ნაყოფის განვითარების შეფერხებას იწვევს.

ორსული ქალის საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი, შეიცავდეს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, მინერალურ მარილებს და ვიტამინებს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ცილებს, რომლებიც აუცილებელია ქსოვილთა ზრდა-განვითარებისათვის.

ორსულობის დროს ვიტამინებზე მოთხოვნილება მნიშვნელოვნად იზრდება. მისმა ნაკლებობამ შესაძლოა ორსულობის ნაადრევი შეწყვეტა გამოიწვიოს.
ორსული ქალისა და ნაყოფისათვის ყველაზე მნიშნველოვანი როლი ეკისრება ისეთი ტიპის ვიტამინებს როგორიცაა: A, A1, B1, B2, C, D, E.

A ვიტამინი- მისი ნაკლებობა იწვევს ორგანიზმის დაბერებას, ამიტომაც ამ ვიტამინს ახალგაზრობის ვიტამინს უწოდებენ. ორსულობის დროს მისი ნაკლებობააც ნაყოფის განვითარების შეფერხებას იწვევს.
A ვიტამინით მდიდარია თევზის ქონი, ღვიძლი, კარაქი, კვერცხის გული, სტაფილო, მწვანე ხახვი, ისპანახი, ჭარხალი, გარგარი.

B ვიტამინი - მისმა ნაკლებობამ შესაძლოა გამოიწვიოს ნერვული სისტემის და კუჭ-ნაწლავის დაავადებები. მისი დეფიციტი ფეხმძიმობისას იწვევს სამშობიარო მოქმედების სისუსტეს.
B1 ვიტამინს დიდი რაოდენობით შეიცავს შავი პური, ღვიძლი, საქონლისა და ფრინველის ხორცი, საფუარი, შვრია, წიწიბურა, ქერი. B2 ვიტამინს კი რძე შეიცავს.

C ვიტამინი - აუცილებელია ორგანიზმის ზრდა-განვითარებისათვის. ის აძლიერებს ინფექციური დაავადების მიმართ ორგანიზმის დამცველობით ფუნქციას. ფეხმძიმობისას მისი დეფიციტი იწვევს ადვილად დაღლას, ძილიანობას და შრომის უნარის დაქვეითებას.

C ვიტამინით მდიდარია ყვავილოვანი კომბოსტო, მწვანე ხახვი, ჟოლო, მანდარინი, ფორთოხალი, ლიმონი, ვაშლი.

D ვიტამინი - მისი ნაკლებობა იწვევს ორგანიზმის დასუსტებას, გამოფიტვას, უხასიათობასა და დეპრესიას.
D ვიტამინის შემცველი პროდუქტებია: თევზის ქონი, კვერცხის გული, ხიზილალა და რძის პროდუქტები.
E ვიტამინი - მისმა ნაკლებობამ შესაძლოა ორსულობის შეწყვეტა გამოიწვიოს.

E ვიტამინით მდიდარია მცენარეული ზეთი, სხვადასხვა მარცვლეული, ბროკოლი, ისპანახი, პომიდორი, მზესუმზირა, კვერცხის გული.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: