მრავალი საუკუნის წინ თაფლს ორგანიზმის გამაძლიერებელ პროდუქტად მიიჩნევდნენ. წლების შემდეგ მრავალი კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ თაფლს ნამდვილად გააჩნია ორგანიზმის გამაჯანსაღებელი და გამაახალგაზრდავებელი თვისებები.

მრავალსაუკუნოვანი დაკვირვების შედეგად დამტკიცებულია თაფლის ბაქტერიოციდული თვისებები. კალიუმის მაღალი შემცველობის ხარჯზე მასში ბაქტერიები არ არსებობენ. კალიუმი ბაქტერიებს ართმევს ტენს, რომლის გარეშეც მათი არსებობა შეუძლებელია.
თაფლის შემადგენლობაში შედის რკინა, სპილენძი, მანგანუმი, სილიციუმი, ქლორი, კალციუმი, კალიუმი, ნატრიუმი, ფოსფორი, ალუმინი, მაგნიუმი.
თაფლი ბავშვთა კვებაში - საკვებში 1 კოვზი თაფლის დამატებით ბავშვს თავიდან ააცილებს მეტეორიზმის და ყაბზობის პრობლემას. ჩვილები რომლებიც ალერგიულები არ არიან, შესაძლებელია მათთან თაფლი გამოიყენოთ როგორც მეტეორიზმის საწინააღმდეგო და მუცლის ტკივილის შემამსუბუქებელი საშუალება.
ღამის ენურეზი (შარდის შეუკავებლობა) პატარებში - თუ ძილის წინ თქვენ პატარას 1 ჩ/კ თაფლს მისცემს, ღამით შარდის შეუკავებლობისგან დაიცავთ. დამტკიცებულია, რომ თაფლი ახდენს ორმაგ მოქმედებას. მოქმედებს როგორც დამამშვიდებელი საშუალება, იზიდავს და ინარჩუნებს ტენს ღამის პერიოდში, რაც თირკმელებს ზედმეტი დატვირთვისგან იცავს.
თაფლი როგორც საძილე საშუალება - თუ ღამით ძნელად იძინებთ, ან დაძინების შემდგომ ადვილად გეღვიძებათ და ჩაძინება გიჭირთ, თაფლი უნდა მიირთვათ. თუ ყოველდღიურად ვახშამზე 1 ს/კ თაფლს მიიღებთ, იგრძნობთ, რომ თანდათანობით უძილობის პრობლემები გაქრება.
თაფლი და კუნთების კრუნჩხვა - დროდადრო შესაძლოა ფეხისა და ტერფის კუნთების სპაზმმა შეგაწუხოთ. 2 ჩ/კ თაფლის მიღებით ყოველი ჭამის დროს ერთი კვირის განმავლობაში, მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება.
თაფლი და დამწვრობის მკურნალობა - თაფლი ანელებს ტკივილის გრძნობას და თავიდან აგაცილებთ წყლულის გაჩენის საშიშროებას. კანის დამწვრობა მარტივად იკურნება დაზიანებულ ადგილზე თაფლის წასმით.
თაფლი და ჰიპერტონია (მაღალი წნევა) - თუ თაფლს ყოველი ჭამის დროს გამოიყენებთ, იგი შეიწოვს ჭარბ ტენს სისხლიდან, რის ხარჯზეც შეამცირებს სისხლის წნევას. ის ასევე მოქმედებს როგორც ტრანკვილიზატორი, ამცირებს შიშს და დაძაბულობის შეგრძნებას.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: