ხალხი ფიქრობს, რომ მათი აზრები, ქმედებები და სიტყვები გავლენას არ ახდენს მათ ცხოვრებასა და მიმდინარე მოვლენებზე. სავარაუდოდ, არც კი სჯერათ იმის, რომ ყველაფერი, რასაც ფიქრობენ, მომავალზე აისახება.

ცუდი ჩვევები გამომდინარეობს აზრებით და მოქმედებებით, რომლებიც გართმევთ სასიცოცხლო ენერგიას და ამცირებს თქვენი შრომისუნარიანობის ხარისხს.

შესაძლებელია თუ არა მათგან თავდაცვა? რა თქმა უნდა, შესაძლებელია! მთავარი ამოცანაა აღმოაჩინოთ ეს ნეგატიური აზრები და მოქმედებები.

ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ჩვევას საკუთარ თავში ეჭვის შეტანა წარმოადგენს. თუ მუდმივად ფიქრობთ იმაზე, შეგიძლიათ თუ არა მიზნის მიღწევა ან ვარგა თუ არა თქვენი იდეა და თუ ხშირად ჭოჭმანობთ მსგავს საკითხებზე, სწორედ იმ ენერგიას დაკარგავთ, რომელიც შეგეძლოთ საქმის უკეთ გასაკეთებლად გამოგეყენებინათ.

დაივიწყეთ კომპლექსები და იმედგაცრუება და დაიწყეთ მიზნისკენ სწრაფვა.

.

.

ნეგატიური ჩვევები, რომლებიც პროდუქტიულობას გართმევთ

  • სიზარმაცე;

  • არასწორი კვება და სპორტის ნაკლებობა თქვენს ცხოვრებაში;

  • შუაღამით დაძინება და დღისით გვიანობამდე ძილი;

  • ერთდროულად რამდენიმე დავალების შესრულების სურვილი;

  • მიზნის და მისკენ სწრაფვისთვის საჭირო გეგმის არარსებობა;

  • მუდმივი არეულობა სახლში და სამუშაო ადგილზე;

  • დასვენების გარეშე მუშაობა;

  • კონკრეტულ სიტუაციაზე მიჯაჭვულობა;

  • გადაჭარბებული ემოცია;

  • არაპუნქტუალურობა.

ეს საზიანო ჩვევები შეგიძლიათ მარტივად გააქროთ თქვენი ყოველდღიურობიდან, თუ ამას მიზნად დაისახავთ და ყოველდღიურად მოიმოქმედებთ სულ მცირე რამეს მაინც ქაოტური ცხოვრების შესაცვლელად.

დაიწყეთ დილა ენერგიულად. აიღეთ დღიური და ჩამოწერეთ, რისი მიღწევა გსურთ. შემდეგ დაწერეთ, თუ რა შეიძლება გიშლიდეთ მის მიღწევაში ხელს. მთავარია გაითვალისწინოთ, რომ ყველაფერი ეტაპობრივად ხდება. ერთ დღეში თქვენი ცხოვრება ვერ შეიცვლება. საჭიროა პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და მოთმინების უნარის გამომუშავება. ერთ დღესაც აღმოაჩენთ, რომ იმაზე მარტივად მიდიხართ მიზნისკენ, ვიდრე თავიდან გეჩვენებოდათ.

გამოიყენეთ ჯადოსნური ფრაზები

წაეშველეთ საკუთარ თავს ქებით და მოტივირებით. ხშირად იმეორეთ ეს რამდენიმე ფრაზა, რათა საკუთარი თავისთვის იმედის გაცრუება კიდევ უფრო მწარედ მოგეჩვენოთ:

  • მე შემიძლია ამის გაკეთება;

  • აუცილებლად მივაღწევ წარმატებას;

  • სირთულეების არ მეშინია.

კარგად დაიმახსოვრეთ

ნურასოდეს შეადარებთ საკუთარ თავს სხვას. შედარება კიდევ ერთი უარყოფითი ჩვევაა, რომლის საკუთარ თავში აღმოფხვრაც ძალიან მნიშვნელოვანია. გახსოვდეთ, რომ საუკეთესო და ერთადერთი ხართ. სხვა თქვენნაირი, უბრალოდ, არ არსებობს.