„გაატარე ზაფხული საქართველოში“- სოციალური კამპანიაა, რომელიც ქვეყნის ტურისტული იმიჯის შესანარჩუნებლად და გასაუმჯობესებლად შეიქმნა. პირველ ეტაპზე გაეშვა Facebook ჯგუფი, სადაც ქართველები და უცხოელები უზიარებენ ერთმანეთს იდეებს, როგორ მოიზიდონ მეტი ტურისტი საქართველოში და ქვეყანა ტურისტულად მეტად მიმზიდველი გახადონ. მალე ვებ-გვერდი და ინსტაგრამ-გვერდიც ჩაეშვება.

კამპანიაში უკვე ჩაერთო ბევრი ქართული სასტურმო და Guesthouse, რომლებიც მზად არიან უცხოელ ტურისტებს უსასყიდლოდ დაუთმონ ოთახები, რათა წაახალისონ მოგზაურები საქართვლოში ჩამოსასვლელად.

კამპანიაში მოქალაქეებსაც შეუძლიათ ჩაერთონ: საკუთარ Facebook გვერდზე გააზიარონ ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალა, ბლოგ-პოსტები ჰეშთეგით #spendyoursummeringeorgia.

კამპანიის წამოწყების მიზეზი, რუსეთის მხრიდან საქართველოში ავიამიმოსვლის გაუქმება გახდა, რომლის თანახმადაც, „2019 წლის 8 ივლისიდან, რუსეთის ავიაკომპანიებს დროებით აეკრძალებათ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან საქართველოს ტერიტორიაზე მოქალაქეთა საჰაერო გადაყვანა“.

4U მულტიმედია ჯგუფი უერთდება კამპანიას „გაატარე ზაფხული საქართველოში“ და მისი პარტნიორი, ტურისტებზე ორიენტირებული საერთაშორისო ვებ-გვერდის „Unknown Europe” მეშვეობით, ჩინურ ენაზე მიაწვდის ინფორმაციას საქართველოს, მისი ტურისტული პოტენციალის, ქვეყნის ცნობილი და უცნობი ტურისტული დანიშნულების ადგილებისა და აღნიშნული კამპანიის შესახებ.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: