ჩინეთის ქალაქ ნანძინის ერთ-ერთ ღირშესანიშნაობას კონფუცის ტაძარი (Fuzimiao) წარმოადგენს. ფუძიმიაო - ჩინეთში არსებული კონფუცის 4 დიდ ტაძართაგან ერთ-ერთია. მისი დაფუძნების როგორც მინიმუმ ორი თარიღი არსებობს. 317 წელს ნანზინის უნივერსიტეტმა გაფართოება გადაწყვიტა და ცინჰუაის მდინარის ნაპირზე ააშენეს ის, რასაც დღეს კამპუსი ეწოდება. სწორედ იქ 384 წელს პირველად აშენდა კონფუცის ტაძარი, რომელიც უნივერსიტეტის და სასწავლო პროცესის ნაწილს წარმოადგენდა. ამავდროულად, ისტორიული წყაორების უმრავლესობა ტაძრის დაფუძნების თარიღად 1034 წელს მიიჩნევს. სწორედ მაშინ, დინასტია სუნ-ის პერიოდში, ძველი ტაძარი დაანგრიეს და თავიდან იმ ადგილას ააშენეს, სადაც ის დღესაც მდებარეობს. იმ რაიონს, სადაც ტაძარი ააგეს, ფუძიმიაო ეწოდა. დღესდღეობით აღნიშნულ სახელწოდებას არა მხოლოდ ტაძარი, არამედ მის გარშემო არსებული რაიონიც ატარებს.

Fuzimiao

Fuzimiao

Fuzimiao

Fuzimiao

ფუძიმიაო ჩინეთში მდინარე იანძის სამხრეთით მდებარე რაიონების უძველესი კულტურის მთავარ ადგილს წარმოადგენს, სადაც განათლება მრავალმა გამოჩენილმა ისტორიულმა პიროვნებამ მიიღო. ფუძიმიაო ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ პროვინციების საუკეთესო არქიტექტურულ ანსამბლად არის მიჩნეული.

.

.

ტაძრის გარშემო მდებარე ქუჩებზე სუვენირების უამრავი მაღაზია, ბუტიკი და რესტორანია განლაგებული. ასევე ეს რაიონი მოიცავს ჯანიუანისა და ბაილუჯოუს ულამაზეს პარკებს და ჯუნჰუას ცნობილ კარიბჭეს.

.

.

1034 წლიდან კონფუცის ტაძარი ნანძინის საიმპერატორო უნივერსიტეტის ნაწილს წარმოადგენდა. 1381 წლამდე იქ კონფუცის დოქტრინები ისწავლებოდა.

Related Articles

  • ნანძინის მუზეუმი

მას შემდეგ, ტაძარი, რომელიც ამავდროულად საიმპერატორო გამოცდების ჩაბარების ადგილიც იყო, რამდენჯერმე დაიწვა და დაინგრა. XIX საუკუნეში ტაძარი აღდგენილ იქნა, თუმცა ფათერაკი მისთვის ამით არ დასრულებულა. 1911 წლის რევოლუციის

შემდეგხელისუფლებამ უარი თქვა ტაძრის მოვლაზე. შედეგად, ტაძარმა ისევ ნგრევა დაიწყო, რასაც ხელი იმანაც შეუწყო, რომ შემდგომი ოცი წლის მანძილზე მას გომინდანის ჯარისთვის იყენებდნენ. 1937 წელს იაპონელებმა ტაძარი პრაქტიკულად მთლიანად დაანგრიეს. ტაძრის აღდგენა მხოლოდ 1984 წელს მოხერხდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ის ფაქტობრივად თავიდან ააშენა. მშენებლები შეეცადნენ ძველი ჩინური არქიტექტურის სული გადმოეცათ, რაც შესანიშნავად მოახერხეს.

Fuzimiao

Fuzimiao

ტაძრის ისტორიული კომპლექსი მოიცავს საკუთრივ ტაძარს, ასევე ძიანნანის და სიუეგუნის პავილიონებს. მთავარ დარბაზ დაჩენში ჩინეთში კონფუცის ყველაზე დიდი ქანდაკება დგას (მისი სიმაღლე 4 მეტრია, წონა კი - დაახლოებით 2,5 ტონა). ტაძარში არსებულ ნეფრიტის, ვერცხლისა და ოქროს პანელებზე კონფუცის ცხოვრება და მოღვაწეობაა გამოსახული. საღამოს საათებში ტაძრის გარშემო ტრადიციული ჩინური წითელი ფარნები და თანამედროვე განათება ინთება, რაც ჩვეულებრივ გასეირნებას რომანტიკულ მოგზაურობად აქცევს.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: