ბრენდი “Wenakhi Wine” ყოველდღიურად ცნობადი ხდება. აღნიშნული ბრენდის ღვინოს დაგემოვნება ისეთი ცნობილი რესტორნების ქსელშია შესაძლებელი, რომელიც ჩინეთის სახელმწიფო რესტორნის ბრენდს წარმოადგენს და ცნობილია “Quanjude Roast Duck” რესტორნის სახელით. “Quanjude” რესტორანს ხანგრძლივი ისტორია გააჩნია, სადაც უკვე შესაძლებელია ყველაზე ცნობილი იხვი პეკინურად “Wenakhi Wine” ღვინოს თანხლებით დააგემოვნოთ.

ლეგენდარული ჩინური რესტორანი "Quan Jude" 1864 წელს გაიხსნა და იგი ჩინელი ხალხის მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური მიღწევების აღსანიშნავად საუკეთესო დანიშნულების ადგილის წარმოადგენს.

რესტორანს "Quan Jude" ჩინეთის მასშტაბით მრავალი ქსელი გააჩნია, რომელსაც მსოფლიო დონის ბევრი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა სტუმრობს. მაგალითად, პეკინის "Quan Jude" რესტორანში იხვი პეკინურად დაუგემოვნებია ჯორჯ ბუშს, ფიდელ კასტროს, ქიმ ძონგს და ა.შ.

ისტორიულად უპრეცედენტო ფაქტია ქართული ღვინის ბრენდის “Wenakhi Wine” არსებობა და დაგემოვნება მსოფლიო დონის ჩინური რესტორნების ისეთ ქსელში, როგორიც "Quan Jude" გახლავთ.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: