შანხაიში ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა მიმდინარეობს, რომელშიც 50-ზე მეტი ქართული კომპანია მონაწილეობს.

საერთაშორისო გამოფენის ქართულ პავილიონში, ქართულ კომპანიებთან ერთად წარმოდგენილია სააგენტოს "აწარმოე საქართველოში", ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, მთის კურორტების განვითარების კომპანიის, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს რკინიგზის სტენდები. ისინი დამთვალიერებელს საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოს, ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალსა და ბიზნესის ხელშემწყობ პროგრამებთან ერთად, ქვეყანაში განხორციელებულ და დაგეგმილ ინოვაციურ რეფორმებს აცნობს. ქართულ პავილიონში თავიანთი პროდუქცია ასევე წარმოდგენილი აქვთ დამწყები ბიზნესის წარმომადგენლებს, ე.წ სტარტაპერებს.

„გაიხსნა მსოფლიოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება შანხაის იმპორტის გამოფენა, რომელიც წელს პირველად ჩინეთში იმართება. ამ გამოფენაზე საქართველო საპატიო სტუმრის რანგში მონაწილეობს და ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რომელიც პრეზიდენტ სი ძინფინგთან ერთად მონაწიელობდა გახსნის ცერემონიაში და მათ ერთად დააათვალიერეს საქართველოსა და სხვა ქვეყნის საგამოფენო კუთხეები.

წუო ხონგპო

წუო ხონგპო 4u.ge

აღსანიშნავია რომ, საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტი ძალიან საინტერესოა ჩინეთისათვის და ქართული პროდუქცია არის ძალიან კარგად წარმოდგენილი ამ გამოფენაზე. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ქართულ პროდუქციას არამარტო ჩინელი მომხმარებლები გაიცნობენ, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნების წარმომადგენლები. იმედი გვაქვს რომ, ეს გამოფენა იქნება კარგი პლატფორმა ინფორმაციის გაცვლისათვის და იმისათვის რომ გაიზარდოს ქართული პროდუქციის ექსპორტი როგორც ჩინეთში, ასევე სხვა ქვეყნებში“, - განაცხადა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩის მრჩეველმა წუო ხონგპომ.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: