წელს საქართველოს ეროვნული არქივის დაარსებიდან 100 წელი შესრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მრავალი ღონისძიებაა დაგეგმილი.
გადაცემაში ,,თქვენი მოსაზრება“ ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების უფროსი ქეთევან ასათიანი საუბრობდა.

როდის და რა ვითარებაში დაარსდა ეროვნული არქივი?
პირველი საბუთი, რომელიც ეროვნული არქივის დაარსებას გვაუწყებს, არის 1920 წლის 23 აპრილი. მაშინ იყო საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა და ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხს, ეროვნული არქივი წარმოადგენდა. სწორედ მათი გადაწყვეტილების შედეგად იქნა მიღებული პირველი საბუთი. დაიწყო არქივის შეგროვება და არსებულის თავმოყრა, გარკვეული სამუშაოები გატარდა შენობის გამოყოფასთან დაკავშირებით და ა.შ.

რა სახის ინფორმაცია ინახება ეროვნულ არქივში?

ეროვნულ არქივში დაცულია ძალიან დიდი მოცულობის მასალა. მილიონობით დოკუმენტი: ეს არის ხელნაწერები, ისტორიული საბუთები, ფოტომასალა, ესკიზები, ფირები და ა.შ.
ერთ-ერთი ყველაზე ადრეული დოკუმენტი VIII-IX საუკუნისაა. იმდენად მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი რომ ძნელად წარმოსადგენია კვლევა, ჰუმანიტარული და არაჰუმანიტარული მიმართულებით, რომელიც წარიმართება ეროვნულ არქივში დაცული მასალის არქივში.

საიუბილეო წელს რა სახის ღონისძიებებს გეგმავთ?
წელს ორი მნიშვნელოვანი ღონისძიება დაემთხვა ერთმანეთს - ეს არის არქივის 100 წლისთავი და ერეკლე მეფის 300 წლისთავი, რომელთან დაკავშირებითაც უამრავი მასალაა ეროვნულ არქივში დაცული. ამიტომ ეროვნულ არქივში ღონისძიებები სხვადასხვა მიმართულებითაა დაგეგმილი, კერძოდ, ეს არის საერთაშორისო კონფერენცია, ასევე გაიმართება სტუდენტური სამეცნიერო ღონისძიება, სასკოლო ღონისძიება, რომელშიც ასეულობით სკოლა იღებს მონაწილეობას. არის არაერთი გამოცემა და გამოფენები დაგეგმილი.

საკმაოდ მრავალფეროვანი ღონისძიებებით ვხვდებით როგორც ეროვნული არქივის 100 წლისთავს, ასევე ერეკლე მეფის 300 წლისთავს.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: