შანხაიში, ჩინეთის საერთშორისო იმპორტის გამოფენაში, სხვა კომპანიებთან ერთად მონაწილეობას იღებს ღვინის კომპანია ,,თელიანი ველი“. გამოფენის მნიშვნელობაზე, პროდუქციის პოპულარიზაციასა და რეალიზაციის კუთხით. გადაცემაში ,,აღმოაჩინე ჩინეთი“ ,,თელიანი ველის“ ექსპორტ-მენეჯერი ქეთი ფუტურიძე საუბრობდა.

საერთაშორისო იმპორტის გამოფენა, რომელშიც 50-ზე მეტი ქართული კომპანია იღებს მონაწილეობას. რა სტილის გამოფენაა და სად ტარდება?

ქეთი ფუტურიძე: ასეთი მასშტაბის გამოფენა პირველად ტარდება ქალაქ შანხაიში. იმართება ერთობლივი ძალებით როგორც საქართველოს მთავრობის ისე ჩინეთის მთავრობის მხრიდან. მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ქვეყანას რომელიც ჩართულია ჩინეთის ინიციატივაში, ეს ინიციატივა 2013 წელს ჩინეთის პრეზიდენტმა წამოაყენა. წელს გამოფენას დაესწრო სი ძინპინი რომელიც შეხვდა ჩვენს პრემიერ მინისტრს მამუკა ბახტაძეს რაც მიანიშნებს იმ ფაქტზე რომ ძალიან დიდი ხელშეწყობაა ორივე ქვეყნის მთავრობის მხრიდან, იმისათვის რომ გაიზარდოს ქართული პროდუქტის ექსპორტის რაოდენობა ჩინეთის ბაზარზე. მოგეხსენებათ ჩინეთის ბაზარი არის ძალიან სწრაფად მზარდი ბაზარი და ამავდროულად ძალიან ბევრი შესაძლებლობის მქონე.

მე წარმოვადგენ ქართული ღვინის კომპანიას ,,თელიანი ველი“. ჩვენი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის გამოფენებში მონაწილეობის მიღება, რადგან სულ უფრო და უფრო იზრდება მოთხოვნა ჩინელების მხრიდან ქართული ღვინის მიმართ.
ჩვენი ბრენდი 2017 წელს პირველად გამოჩნდა ჩინეთის ბაზარზე შესაბამისად გამოფენაში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო რადგან ჩინელი მომხმარებლებისთვის ასეთი ტიპის გამოფენებში მონაწილებით ხდება პროდუქციის გაცნობა.

ასევე აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ბანკის ორგანიზებით შედგა შეხვედრები იქაურ მწარმოებლებსა და ქართველ მწარმოებლებს შორის, ეს იყო შესაძლებლობა იმისა რომ მომავალი თანამშრომლობა გაგრძელდეს გარკვეულ კომპანიებს შორის.

თქვენი აზრით ამ გამოფენაში მონაწილეობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული კომპანიებისთვის?

ქეთი ფუტურიძე: ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. საქართველო და ჩინეთი შორს არის ერთმანეთისგან, არ ხდება ისე რომ ჩინელი დისტრიბუტორები და მყიდველები ჩამოდიოდნენ ჩვენთან პროდუქციის ადგილზე გასაცნობად, ამიტომ მნიშვნელოვანია ქართული პროდუქციის აქ, ჩინეთში ჩამოტანა. ამ ტიპის თავშეყრის ადგილები კი ნამდვილად იძლევა ამის საშუალებას.

არის თუ არა იდეალურად ორგანიზებული გამოფენა და შეეფერება თუ არა ჩინეთის სიტუაციას?

ქეთი ფუტურიძე: გამოფენა ორგანიზებულია მაღალ დონეზე, ჩართულია როგორც ჩინეთის მთავრობა, ისე ჩინეთის ბანკი. რაც კიდევ უფრო მეტად ახდენს იმის ორგანიზებას რომ ადგილობრივი ,,ბაიერები“ მოიყვანონ სხვადასხვა ქვეყნის პავილიონთან და გაასინჯონ, გააცნონ სხვადასხვა ტიპის პროდუქტი.

გამოფენაში ჩართულია 60-ზე მეტი ქვეყანა, წარმოდგენილია არამარტო ღვინო, არამედ სხვადასხვა ტიპის პროდუქტი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩინეთი კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს რაც შეიძლება მეტი საშუალება მისცეს ადგილობრივ მყიდველებს და იმპორტიორებს შეიძინონ რაც შეიძლება მეტი ნაწარმი იმ ქვეყნებიდან რომლებიც ჩართულები არიან ,,ერთიანი სარტყელი, ერთიანი გზის“ ინიციატივაში, ეს კიდევ უფრო მჭირდროს გახდის ჩინეთსა და ამ ქვეყნებს შორის კავშირს.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: