პოლიეთილენი და ცელოფანი - პრობლემა რომელიც XXI საუკუნეში ძალიან აქტუალური გახდა. საქართველოში პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესში ცვლილებები არაერთხელ შევიდა.
იმისთვის რომ გავრკვეულიყავით თუ რა ვითარებაა ჩვენს ქვეყანაში პლასტიკისა და ბიოდეგრადირებად ნარჩენებთან დაკავშირებით, გადაცემაში ,,თქვენი მოსაზრება“, ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის, ნარჩენების მართვის სამმართველოს უფროსმა ქრისტინე ვარდანაშვილმა ისაუბრა.

გარკვეული პერიოდის წინ გავრცელდა ინფრომაცია, რომ საერთოდ ხმარებიდან უნდა ამოღებულიყო ცელოფნის პარკები. რამდენად შეესაბამება სიმართლეს ეს ინფორმაცია?

-ტექნიკური რეგლამენტის ძალაში შესვლიდან, რეალიზაცია პლასტიკის პარკების ამ ტექნიკური რეგლამენტის განმარტების შესაბამისად, ასეთი ტიპის პარკების წარმოება-რეალიზაცია და იმპორტი მთლიანად აკრძალულია, ანუ თავიდან იყო რომ შეიზღუდა 15 მიკრონზე ნაკლები, შემდგომ კი ნებისმიერი მიკრონის პარკების იმპორტი, რეალიზაცია და წარმოება. უბრალოდ ცვლილება შევიდა 2019 წლის ივლისში და ის გამონაკლისები რომლებზეც არ ვრცელდება ეს რეგლამენტი, რადგან გაუგებრობები იყო ხშირად და დავაკონკრეტებ რაზეც არ ვრცელდება, ეს არის შესაფუთ მასალებზე და ა.შ.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, თქვენი უწყების წარმომადგენლები საკმაოდ ხშირად ხვდებიან ქსელური სუპერმარკეტების წარმომადგენლებს. რა არის ამის მიზანი?

-სამინისტრო პერიოდულად, ტექნიკური რეგლამენტის მიღებამდე და მიღების შემდეგ, ატარებს შეხვედრებს როგორც იმპორტიორებთან, ისე მწარმოებლებთან და რეალიზატორებთან. ამის მიზანია ტექნიკური რეგლამენტის პირობების და ვალდებულებების უკეთ გაცნობა, მათთვის განმარტებების მიცემა. ალბათ ყველამ ვიცით, რომ იმის მიუხედავად რომ ტექნიკური რეგლამენტი ძალაშია, მაინც იყიდება პლასტიკის პარკები. ამ შეხვედრების მიზანიც სწორედ ეს არის, გავაცნოთ ის დეტალები, რაც მომავალში გათვალისწინებული უნდა იქნას მათ მიერ.

როგორ იგეგმება პოლიეთილენის ნარჩენების გადამუშავება?
-თავიდან პრევენცია საუკეთესო გამოსავალია, შემდეგ კი გამოყენება-აღდგენა. ტექნიკური რეგლამენტის მიზანიც სწორედ ეს იყო, რომ განგვეხორიცელებინა პლასტიკის პარკების ნარჩენების წარმოქმნის პრევენცია. შემდგომ ხდება პლასტიკის ნარჩენების გადამუშავება რომელიც მიდის დასამუშავებლად და არა ნაგავსაყრელზე.
ქვეყანაში არის რამდენიმე საწარმო, რომელთაც აქვთ ნებართვა ამ საქმიანობაზე და მას ახორციელებს.
მომავალში რა სახის ღონისძიებებს გეგმავთ?

-მომავალში პლასტმასთან დაკავშირებით მივყვებით ეროვნულ სამოქმედო გეგმას და სტრატეგიას, იმისათვის რომ განვახორციელოთ ის მიზნები რომელიც ქვეყანას მომავალში აქვს დასახული. ამასთან ერთად, შემოდის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება რომელშიც ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს შესაფუთი მასალა და ამაში მოიაზრება პლასტმასის ნარჩენები.
ტექნიკური რეგლამენტი მომზადებულია და მთავრობაშია გადაგზავნილი, უწყებებიდან ვიღებთ შესაბამის მითითებებს. დადგენილი იქნება ის მაჩვენებლები რომელიც კომპანიებმა უნდა უზრუნველყონ მათი შეგროვების, ტრანსპორტირების გარემოს დაცვითი მოთხოვნების შესაბამისად, ასევე აღდგენის განთავსების მიზნობრივი მაჩვენებლები.