უცნაურია, მაგრამ კლიმატის ცვლილება მნიშვნელოვნად ზრდის შფოთვას. ხანგრძლივი სიცხე ზოგიერთ ადამიანში იწვევს დეპრესიასა და მსგავს ფსიქიკურ დარღვევებს.

ამინდის მკვეთრი ცვლილებები და მასთან დაკავშირებული მოვლენები ასევე ასოცირდება აგრესიული ქცევის ზრდასთან და ოჯახში ძალადობასთან. გადაჭარბებულმა სიცხემ შესაძლოა გამოიწვიოს ალკოჰოლის მოხმარების ზრდა სტრესის თავის ასარიდებლად.

ის განსაკუთრებულ პრობლემას უქმნის ადამიანებს, რომელთაც გულ-სისხლძარღვთა პრობლემები, არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, ასთმა და სხვა ფილტვის დაზიანებით გამოწვეული პრობლემები აქვთ.

დეპრესია. გოგო ლოგინში. შავ-თეთრი ფოტო

.

რატომ არის მაღალი ტემპერატურა პრობლემა?

მაღალი ტემპერატურით გამოწვეული მთავარი რისკებია:

  • დეჰიდრატაცია (გაუწყლოვნება, ორგანიზმში წყლის დეფიციტი);
  • გადახურება, რამაც, შესაძლოა, გააუარესოს გულის დაავადებებისა და სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა;
  • სითბური გამოფიტვა;
  • სითბური დაკვრა.

როგორი ტიპის ადამიანზე ახდენს გავლენას კლიმატის ცვლილებები?

ზოგი ადამიანი უფრო დაუცველია კლიმატის ცვლილების პოტენციური ზემოქმედებისგან, ვიდრე დანარჩენები. მათ შორის არიან: ბავშვები, მოხუცები, ქრონიკულად დაავადებულები, კოგნიტური და ქცევითი აშლილობის მქონე პირები.

სიცხის ზემოქმედება მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ორსულებს. მაღალი ტემპერატურა რთული ასატანია ახალნამშობიარები დედებისთვისაც.

ტემპერატურული ცვლილებები მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის ფსიქიატრიული აშლილობის მქონე პაციენტებს. მედიკამენტებს, რომლებსაც ისინი ყოველდღიურად მოიხმარენ, შეუძლიათ ხელი შეუშალონ ორგანიზმში ტემპერატურის დაბალანსების უნარს.

ამინდთან დაკავშირებული ცვლილებები

2008 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად საშუალოდ 20 მილიონზე მეტი ადამიანია იძულებული შეიცვალოს ადგილსამყოფელი ამინდთან დაკავშირებული გართულებების გამო. ამის მიზეზი, ძირითადად, გვალვა და გაუსაძლისი სიცხეებია ხოლმე.

ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე შეიძლება გავლენა იქონიოს კლიმატის ცვლილებისგან გამოწვეულმა სხვა ფაქტორებმაც, მათ შორის: საკვების უკმარისობამ; საკვების ხარისხის გაუარესებამ; მწერების მიერ გადაცემულმა დაავადებათა პოტენციურმა ზრდამ (მალარიამ და სხვა).

მარწყვის მილქშეიკი

.

6 რჩევა სიცხისგან მიღებული ზიანის შესამცირებლად

  1. მიიღე დიდი რაოდენობით სითხე.
  2. მოერიდე ქუჩაში გასვლას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში ( დაიფარე ქუდი ან კეპი, გაიკეთე მზისგან დამცავი სათვალე).
  3. მიიღე გრილი შხაპი და ატარე ნატურალური მასალისგან შეკერილი ტანსაცმელი.
  4. ჭამე ხშირად და ცოტ-ცოტა.
  5. თუ ქრონიკული დაავადება გაწუხებს, ჰკითხე ექიმს, ხომ არ იმოქმედებს ეს თერმორეგულაციაზე.
  6. დადებითი განწყობის შესანარჩუნებლად, გამონახე საქმე, რომელიც სიამოვნებას მოგანიჭებს. ასე ნაკლებ ყურადღებას მიაქცევ სიცხეს, რაც გაუაზრებელ დაძაბულობას აგარიდებს თავიდან.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: