ანემია არის კლინიკური სინდრომი, რომელიც გამოწვეულია სისხლში რკინის დაბალი შემცველობით. მას თან ახლავს ჰემოგლობინის დაქვეითება.

ანემიის სიმპტომები არასპეციფიურია და ხშირად არ არის გამოხატული განვითარების ადრეულ ეტაპზე. ამ სინდრომის მქონე ადამიანი თავს სუსტად გრძნობს, ვერ უმკლავდება ფიზიკურ და გონებრივ საქმიანობას, არის გაღიზიანებული, აქვს ხშირი თავის ტკივილები და მრავალი სხვა.

უფრო მეტიც, თუნდაც ასეთი სიმპტომების არსებობისას და ზოგადი სისხლის ტესტირების გავლით, ექიმები ყოველთვის ვერ ხედავენ ნიშნებს. ეს გამოწვეულია ანემიის შენელებული განვითარების შედეგად, ლატენტური რკინის უკმარისობა შეიძლება შეინიშნოს მხოლოდ ბიოქიმიური სისხლის ტესტის ჩატარების დროს.

სისხლის ერთ-ერთი ძირითადი დანიშნულება იმაში მდგომარეობს, რომ ფიტვებში ათვისებული ჟანგბადი ორგანიზმის თითოეულ უჯრედამდე მიიტანოს და იქიდან ფილტვებშივე დააბრუნოს ნივთიერებათა ცვლის შედეგად წარმოშობილი ნახშირორჟანგი. ჰემოგლობინის მთავარი ფუნქციაა შეიერთოს ჟანგბადი და შემდეგ სხვადასხვა ქსოვილს გადასცეს. ამდენად, ჰემოგლობინი ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესია.
ანემია მრავალნაირი არსებობს და ის ყოველთვის უკავშირდება სხვადასხვა სახის დაავადებას. აქედან გამომდინარე, მკურნალობის მთავარ სტრატეგიას წარმოადგენს ძირითადი დაავადების აღმოფხვრა და შემდგომ უკვე ანემიის მკურნალობა.

ყველაზე გავრცელებულ ანემიას პოსტჰემორაგიული ანემია წარმოადგენს.

გამომწვევი მიზეზებია:

  • ხანგრძლივი დროის მაინძილზე სისხლის დაკარგვა.
  • საშვილოსნოდან სისხლდენა.
  • გაძლიერებული და გახანგრძლივებული მენსტრუაციული ციკლი.
  • აბორტი.
  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული.
  • ტუბერკულოზი.
  • ქრონიკული ნეფრიტი და თირკმელების უკმარისობა.
  • ღვიძლის ქრონიკული დაავადებები.
  • ელენთის გადიდება.
  • ჰემოროი.
  • სხვადასხვა სიმსივნური დაავადებები.

ანემიის მთავარი სიმპტომია:

  • კანისა და ლორწოვანი გარსის გაფერმკრთალება.
  • საერთო სისუსტე.
  • თავბრუსხვევა.
  • გულის ფრიალი.
  • გულმკერდის ტკივილი.
  • კიდურების გაციება.
  • მეხსიერების დაქვეითება.

მკურნალობის გზები:

  • ანემიის გამოსავლენად პირველ რიგში საჭიროა ჩატარდეს სისხლის საერთო ანალიზი.
  • გამოკვლევა საჭიროა ჩატარდეს ჭიის კვერცხზე.
  • საჭირო ხდება აგრეთვე შარდის საერთო ანალიზის ჩატარება.
  • კუჭის წვენის გამოკვლევა.
  • კუჭ-ნაწლავის რენტგენი.

კვება ანემიისას:

  • ხორცისგან მომზადებული ბულიონი, სუფ-პიურე.
  • რძიანი ფაფა.
  • ხორცი ნებისმიერი ფორმით (მოხარშული ღორის ხორცი, ლორი და ა.შ.)
  • ხილი, ბოსტენული და მწვანილი.
  • ჩირი, კაკალი, თხილი.
  • არაჟანი, იოგურტი, კეფირი და ა.შ.
  • ნებისმიერი სახის ბურღულეული.
  • ოსპი და ლობიო.

რეკომენდაციები ანემიის დროს:

საჭიროა წელიწადში რამდენჯერმე სისხლის საერთო ანალიზის გაკონტროლება, რათა პრობლემის განმეორების შემთხვევაში დროულ მკურნალობას ჰქონდეს ადგილი.

ანემიით დაავადებული ადამიანი ხშირად უნდა იყოს სუფთა ჰაერზე. სასარგებლოა ვარჯიში, და ბუნებაში სეირნობა.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: