სებორეა - კანის პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელსაც თან ახლავს ცხიმის ჯირკვლების სეკრეციული ფუნქციის მოშლა და კანის ცხიმის შემადგენლობის ცვლილებები.

სებორეა ხშირია ახალგაზრდებში. იგი ვლინდება ცხიმის გამოყოფის გაძლიერებით ან მეტისმეტი შემცირებით. არჩევენ ცხიმიან, უცხიმო და შერეულ სებორეას.

ცხიმიანი სებორეა

ცხიმიანი სებორეის შემთხვევაში კანი პრიალებს, ცხიმიანია, ზოგჯერ ჩანს გაწითლებული, გადიდებული და გაფართოებული ფორები. ასეთ კანზე ხშირია ფერიმჭამელების გამონაყარი, თავის კანი დაფარულია ცხიმის თხელი ფენით. თმა პრიალა ხდება და ერთმანეთს ეწებება. სებორეის ფონზე იწყება თმის ცვენა, რამაც გამელოტება შეიძლება გამოიწვიოს.

მშრალი სებორეა

მშრალ სებორეას იწვევს კანის ცხიმის გამოყოფის შემცირება. კანი მშრალია, მოწითალო, დაჭიმული.
დაბანის შემდეგ თავის თმიან ნაწილზე ჩნდება ქერტლი. ადამიანს აწუხებს ქავილი, კანზე შეწითლებული უბნები ვითარდება. თმა უხეშია, მშრალი და მსხვრევადი. ისევე, როგორც ცხიმიანი სებორეის დროს, თმა ცვივა, რამაც შეიძლება ასევე გამელოტება გამოიწვიოს.

სებორეის ყველა შემთხვევაში საჭიროა კანის და თმის სწორი მოვლა და დერმატოლოგთან მკურნალობა.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: