გაზაფხულზე ორგანიზმს აღდგენა, გაძლიერება სჭირდება. ტემპერატურული ცვლილებები ყველაზე მეტად ძვლოვან სისტემაზე აისახება და ეს პროცესები ორგანიზმში სხვადასხვა სახის სირთულით მიმდინარეობს.

კალიუმის ნაკლებობა და მასთან დაკავშირებული პრობლემები გარკვეულ ასაკში ჩნდება, თუმცა მსგავსი პრობლემები არც ახალგაზრდებისთვისაა უცხო, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ადამიანი მარტივი წესით ცდილობს თავის გამოკვებას. ასეთ დროს ორგანიზმს აკლდება ვიტამინები, მინერალები და ა.შ., რაც ძვლოვანი სისტემის ერთ-ერთ ძირითად საკვებ წყაროს წარმოადგენს.

კალიუმის ნაკლებობა ორგანიზმში შესაძლოა დადგინდეს შემდეგი სახის ნიშნებით:

1. შესამჩნევია გონებრივი უნარის, მოსაზრებულობის დაქვეითება, თავს იჩენს გარკვეული გაუბედავობა, თვითრწმენის შესუსტება, მეხსიერების დაქვეითება.

2. ფიზიკური და გონებრივი დაღლილობის სიმპტომები. ფიზიკური ამტანობის შესუსტება, სწრაფად დაღლა.

3. იზრდება სიცივისადმი მგრძნობელობა. ხელ-ფეხის ხშირი გაციება.

4. ტერფებზე კოჟრების გაჩენა.

5. მეტეორიზმი და ყაბზობა.

6. გახშირებული ავადობა, ხშირი გაციება.

7. მადის დაკარგვა, პირღებინება.

8. ჭრილობების ნელი შეხორცება.

9. კანის ქავილი.

10. ხშირია კბილების გაფუჭება.

11. კუნთების კრუნჩხვა ღამით (განსაკუთრებით ფეხების).
12. ცუდი ძილი, მოუსვენრობა.

13. სახსრებში ტკივილის შეგრძნება რაც ართრიტის შთაბეჭდილებას ტოვებს.

კვება და მკურნალობა:

მიიღეთ კალიუმით მდიდარი საკვები. განსაკუთრებით ისეთი პროდუქტები, როგორიცაა: თაფლი, ახალი ბოსტნეული, ხილი, კენკრა.
კალიუმი საჭიროა არა მარტო კარგი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, არამედ კალიუმისა და ნატრიუმის ბალანსის დაცვის მიზნით.
წითელი წიწაკა კალიუმის მდიდარი წყაროა. იგი შეიძლება კერძში დღეში ერთხელ გამოიყენოთ.
კალიუმის მდიდარი წყაროა თაფლისა და ვაშლის ძმრის ნაზავი.

დღეში ორჯერ ყურძნის, შტოშისა და ვაშლის ერთი ჭიქა წვენი ორგანიზმს საჭირო კალიუმით უზრუნველყოფს. ასევე დიდი მნიშნველობა ენიჭება ფიზიკურ აქტივობას, დილის მზის სხივებს, რომელიც ორგანიზმს მოამარაგებს საჭირო რაოდენობის კალიუმით.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: