ადამიანის ხერხემალს ბუნებრივი სიმრუდეები აქვს, რომელიც კუნთებს საშუალებას აძლევს დედამიწის მიზიდულობას გაუმკლავდეს და ზურგი გამართულად ამყოფოს. მანამ, სანამ ეს კუნთები ღონიერია, ზურგი გამართულია. როცა კუნთები სუსტდება, ზურგი იხრება, იწყება ტკივილები. თუ სწორად იკვებებით და ორგანიზმზე ზრუნავთ, კარგი ტანადობა პრობლემას არ წარმოადგენს.
სწორად დგომა, ჯდომა და სიარული

როცა ზიხართ, ხერხემალი გამართულად უნდა გეჭიროთ, მუცელი შესწიოთ, მხრებში გაიშალოთ, თავი ასწიოთ. ხელები შეგიძლიათ მოხაროთ, ან მუხლებზე დაიწყოთ.
როცა დადიხართ, ნაბიჯი უნდა უსწოროთ თქვენი მკერდის შუა ხაზს, ეს ნაბიჯებს მოქნილობას, სილაღეს ანიჭებს. ზომიერი და მოქნილი ნაბიჯი თითქოსდა ავტომატურად გამოიმუშავებს დამატებით ენერგიას. სწორად თავის დაჭერას კი ლამაზი და ღონიერი ტანის ფორმირება მოსდევს.
როცა ზიხართ, ფეხს ფეხზე ნურასოდეს გადაიდებთ. მუხლებქვეშ ორი დიდი არტერია გადის, კუნთებს რომ სისხლით ამარაგებს. როცა ფეხს ფეხზე გადაიდებთ, უმალვე სისხლის მიმოქცევას არღვევთ. სისხლის მიმოქვევისა და კვების უკმარისობას უძრაობის მოვლენებისაკენ მიყავხართ. შეხედეთ ფეხი-ფეხზე გადადებულად ჯდომას შეჩვეული ხანდაზმული ადამიანების ფეხებს და დაინახვთ როგორ არის დაზიანებული მათი ვენები და კაპილარები. როცა ფეხის კუნთები საკმარისად არ იკვებება, ფეხები სუსტდება და სისხლის მიმოქცევაც დუნდება.
ნებისმიერი სახის ცუდი ტანადობა ზურგის ზემოთა ნაწილის ტკივილს და ბეჭების დაღლილობას იწვევს. ტკივილი შეიძლება კისრისა და წელის მიდამოშიც გაჩნდეს. ერთ-ერთი უმარტივესი და ძალზე სასარგებლო ჩვევაა გამართულად დგომა, სწორად სიარული და ჯდომა, როცა ფეხს ფეხზე არ გადაიდებთ. ეს ენერგიის რაიმე განსაკუთრებულ ხარჯვას არ მოითხოვს, მაგრამ სამაგიეროდ, როცა ადამიანი სწორად დგას, ზის და დადის, სწორი ტანადობა თავისთავად გამომუშავდება, რაც ხელს უწყობს მდებარეობასა და ნორმალურ ფუქციონირებას. ამგვარად უნდა მიხედოთ თქვენს ტანადობას, ეს ყოველდღიურ ჩვევად უნდა გექცეთ.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: