ელექტრონული წიგნი ყოველწლიურად სულ უფრო პოპულარული ხდება. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ე.წ. რიდერის არსებობის შესახებ არავინ იცოდა, ახლა კი მისი პოპულარობა უზარმაზარ მასშტაბებს აღწევს.

ადამიანები წიგნებს ყოველთვის კითხულობდნენ და მომავალშიც წაიკითხავენ. წიგნმა ტრანსფორმაცია განიცადა და ახლა ჩვენ ხელში ელექტრონული წიგნი გვიჭირავს. ის, რა თქმა უნდა, უფრო მოსახერხებელია, რადგან ჩვეულებრივი პატარა წიგნის ზომის „რიდერი“ ათასობით წიგნს იტევს. ეს გვაძლევს საშუალებას გავათავისუფლოთ ადგილი სახლში და შევამციროთ მტვრის ოდენობა. ასევე, „რიდერის“ სიმსუბუქე საშუალებას გვაძლევს მოგზაურობის დროს მუდამ თან ვიქონიოთ მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა.

დადებით ფაქტორებთან ერთად, ჩნდება კითხვა: „რიდერი“ - ელექტრონული მოწყობილობაა, კამათი კი იმაზე, რამდენად მავნეა კომპიუტერი ჯანმრთელობისთვის და კერძოდ, მხედველობისთვის, დღემდე აქტუალურია. რამდენად უსაფრთხოა ჩვეულებრივი წიგნის ნაცვლად ელექტრონულის გამოყენება?

თუ ამ საკითხს თვალზე ზემოქმედების კუთხით შევხედავთ, ქაღალდის წიგნის ვარიანტი მხედველობის შენარჩუნებისთვის უფრო მისაღებია, თუმცა სპეციალისტების აზრით, ელექტრონულ წიგნებშიც საშიში არაფერია, ოღონდ საჭიროა რამდენიმე წესის დაცვა.

1. ელექტრონული წიგნი კარგი განათების პირობებში წაიკითხეთ;

2. წიგნის დისფლეის ფერი მაქსიმალურად ახლოს უნდა იყოს ჩვეულებრივი წიგნის ქაღალდის ფერთან;

3. სასურველია დიდი შრიფტის დაყენება;

4. სინათლე ტექსტს ისე უნდა ეცემოდეს, რომ ეკრანზე არ იყოს ჩრდილი;

5. კითხვის პროცესში სასურველი ყოველ 15 წუთში თვალები ცოტა ხნით დაასვენოთ;

6. თვალსა და წიგნს შორის მანძილი 30 სანტიმეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს;

7. არ არის სასურველი კითხვა ტრანსპორტში ან მწოლიარე მდგომარეობაში.

აღნიშნული წესების დაცვის შემთხვევაში საკუთარ თავს ნაკლებ ზიანს მიაყენებთ.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: