ჩაისა და ყავის მუყაოს ჭიქები, კბილის ჯაგრისები პლასტმასის სახელურით, ქაღალდის ჩანთები საყიდლებისთვის, საღეჭი რეზინი - ამ ნივთების გარეშე ჩვენი ცხოვრება წარმოუდგენელია. თუ თქვენს სიაში ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტებიდან ერთი მაინც ირიცხება, სამწუხაროდ თქვენ ბუნების დაბინძურების თანამონაწილე ხართ.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, როგორ ავირიდოთ თავიდან ბუნებისთვის ზიანის მიყენება.

პლასტმასის თავსახური

მსოფლიო მოიცვა საქველმოქმედო ინიციატივამ, რომელიც პლასტმასის თავსახურების შეგროვებაში მდგომარეობს. უზარმაზარი რაოდენობის თავსახურებს დაუფიქრებლად ვყრით სანაგვეებში. აქტივისტებმა დაამტკიცეს: იმისათვის, რომ დაეხმაროთ განსაცდელში მყოფ ადამიანებს, არ არის აუცილებელი მონაწილეობის მიღება თანხების შეგროვებაში. კეთილი საქმის გაკეთება უბრალოდ პლასტმასის თავსახურებისა და Tetra Pak-ის შეფუთვების შეგროვებითაა შესაძლებელი. ამგვარად, პლასტმასის გარემოში მოხვედრის შემცირება და ბავშვებისთვის დახმარების გაწევაა შესაძლებელი. პლასტმასის გადამუშავების შემდეგ მისგან შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებისთვის ინვალიდის ეტლის დამზადებაა შესაძლებელი.

სველი ხელსახოცები

.

.

სველი ხელსახოცების წარმოებისას პლასტმასას იყენებენ. ამასთან, მათთვის არ არსებობს ცალკე ნაგვის ურნები. დიდი რაოდენობის გამოყენებული ხელსახოცები ხვდება გარემოში და საკანალიზაციო მილების მტრებად იქცევა.

ლონდონში კომუნალური სამსახურის მუშაკებმა მილებიდან 130 ტონა ნაგავი ამოიღეს, რომელიც ძირითადად სველი ხელსახოცებისაგან შედგებოდა.

სიტუაციის გადასარჩენად შესაძლებელია მათი მოხმარების შემცირება, ანუ უნდა გამოიყენოთ მხოლოდ მაშინ, როდესაც სახლში არ იმყოფებით ან შეძლებისდაგვარად მშრალი ხელსახოცები ან გამდინარე წყალი გამოიყენოთ.

საღეჭი რეზინი

სანამ ექიმები კამათობენ იმაზე თუ რამდენად სასარგებლო ან მავნეა საღეჭი რეზინი, ეკოლოგებს ეჭვი არ ეპარებათ იმაში, რომ ბაზარზე წარმოდგენილი პრაქტიკულად ყველა საღეჭი რეზინი ბუნებას კლავს.

თავდაპირველად საღეჭი რეზინი კაუჩუკისგან მზადდებოდა, თანამედროვე პროდუქცია კი სინთეტიკური პოლიმერებისგან არის დამზადებული, რომლებიც არც გარემოში იხრწნება და არც საჭმლის მომნელებელი სისტემის მიერ შეიწოვება.

საღეჭი რეზინი გულისხმობს ისეთ კომპონენტებს, როგორიცაა ნავთობი, ლატექსი, ლანოლინი, პოლივინილაცეტატი, პოლიეთილენი, გლიცერინი, სტეარინის მჟავა, ნავთობის ცვილი, ანუ პრაქტიკულად ეს არის საავტომობილი საბურავების შემადგენლობა. გამოყენებული საღეჭი რეზინი აბინძურებს გარემოს და საფრთხეს უქმნის ცხოველებს.

საბედნიეროდ, არსებობს ალტერნატივა. დღეს ზოგიერთი მწარმოებელი მომხმარებელს ნატურალურ კომპონენტებზე დამზადებულ პროდუქციას სთავაზობს.

საკასო ჩეკები

.

.

საკასო ჩეკი სულაც არ არის უწყინარი ქაღალდი, რომელიც შეიძლება უბრალოდ მაკულატურაში ჩააბარო. ის საფრთხეს წარმოადგენს როგორც ჯანმრთელობისთვის, ასევე გარემოსთვის. ქაღალდი მას შეიძლება მხოლოდ პირობითად ვუწოდოთ, რადგან ე.წ. თერმოქაღალდისაგან არის დამზადებული.

ჩეკების და ფაქსების მეშვეობით ჩვენს ორგანიზმში ხვდება ტოქსიკური ნივთიერება ბისფენოლი A, რომელიც დამღუპველ ზეგავლენას ახდენს ტვინზე და ქალის რეპროდუქციულ ორგანოებზე. იმისათვის, რომ ეს ნივთიერება მოხდეს ორგანიზმში, საკმარისია ჩეკი ხელში 5 წამის მანძილზე დაიკავოთ. იმ შემთხვევაში, თუ ხელი ან ქაღალდი ტენიანია, საფრთხე 10-ჯერ იზრდება. მაკულატურის მიღების პუნქტებში ჩეკების მიღებაზე უარს აცხადებენ სწორედ ბისფენოლის შემცველობის გამო. თერმოქაღალდში პრაქტიკულად არ არის ცელულოზა, ტოქსინებს კი დანარჩენი მაკულატურის დაბინძურება შეუძლიათ.

გამოსავალი შემდეგშია: უკონტაქტო გადახდის სისტემა გამოიყენეთ და სთხოვეთ მოლარეს ჩეკი ელექტრონულ ფოსტაზე ან სააბონენტო ნომერზე გამოგიგზავნოს. ასე თქვენ ბუნებასაც და საკუთარ ჯანმრთელობასაც გაუფრთხილდებით.

ჭურჭლის გასარეცხი ღრუბელი

.

.

სამზარეულოს ღრუბელი - მიკრობების ნამდვილი ბუდეა. ღრუბლის დეზინფექცია არ ამცირებს დაბინძურებას. პირიქით, ის ხელს უწყობს პათოგენური ბაქტერიების გამრავლებას, რომლებიც დასუსტებული იმუნიტეტის შემთხვევაში შეიძლება ანთებითი პროცესის მიზეზი გახდეს.

ის, ვინც ზრუნავს საკუთარ ჯანმრთელობაზე, ჭურჭლის ღრუბელს კვირაში ერთხელ ცვლის, ის კი, ვინც ზრუნავს ეკოლოგიაზე, იცის, რომ ეს გეომეტრიული პროგრესიით ზდრის არადეგრადირებადი ნარჩენების რაოდენობას.

გამოსავალი: გამოიყენეთ ცელულოზისაგან და ბამბუკისაგან დამზადებული ღრუბელი, ტილო და ხელსახოცები. ისინი ბევრად უფრო სწრაფად იშლება.

პაკეტების ჩაი

.

.

ჩაის პაკეტების დასამზადებლად არა მხოლოდ დიდი რაოდენობის ქაღალდი, არამედ სინთეთიკური პოლიმერებიც გამოიყენება. ზოგიერთი მათგანი გაცხელებისას მავნე ნივთიერებებს გამოყოფს.

რატომ ვაგრძელებთ პაკეტების ჩაის გამოყენებას - გაუგებარია, რადგან დასაყენებელი ჩაი ბევრად უფრო ხარისხიანი, იაფი და ეკოლოგიურია.

მუყაოს ჭიქები

ადამიანები, რომლებსაც აწუხებთ გარემოსთან დაკავშირებული პრობლეემები, თავიდან ეიფორიაში იყვნენ, რადგან ფიქრობდნენ, რომ შესაძლებელი იქნება პლასტმასაზე უარის თქმა, თუმცა რეალობა არც ისე სასიხარული აღმოჩნდა.

არასასიამოვნო სიმართლე მუყაოს ჭიქებზე იმაში მდგომარეობს, რომ სინამდვილეში ისინი მთლად მუყაოსი არაა, წინააღმდეგ შემთხვევაში ცხელი სასმელისგან ის უბრალოდ დაიშლებოდა. ჭიქის შიდა მხარე დაფარულია სპეციალური ფირით, რომელიც მის გადამუშავებას შეუძლებელს ხდის.

გამოსავალი: ყველაფერი არც ისე ცუდათაა და საყვარელი ყავის დალევაზე უარის თქმა სულაც არ არის აუცილებელი. გამოიყენეთ მრავალჯერადი თერმოჭიქა. კარგი იქნება, თუ ეს თქვენი ახალი ეკოჩვევა გახდება. თუ დრო გაძლევთ ამის საშუალებას, საყვარელი ყავა კაფეში მრავალჯერადი ჭიქით მიირთვით.

ბამბის ჩხირები

.

.

ბამბის ჩხირები უკვე დიდი ხანია შეუცვლელი დამხმარის როლს თამაშობს სააბაზანოში და ტუალეტის მაგიდაზე. გამოყენების შემდეგ მათ ნაგვის ყუთში ყრიან, რითიც ზრდიან იმ ნაგვის რაოდენობას, რომელიც არ ექვემდებარება გადამუშავებას. ასეთი ნაგავი წლების მანძილზე გროვდება ნაგავსაყრელებზე და აბინძურებს წყალს და ნიადაგს.

ალტერნატივის სახით შესაძლებელია ბიოდეგრადირებადი მასალისაგან დამზადებული ჩხირების ან უბრალოდ ასანთზე დახვეული ბამბის გამოყენება.

გამოსავალი: ყურების ჯანმრთელობის და ეკოლოგიის თვალსაზრისით ყველაზე კარგ ვარიანტს ჩხირებზე უარის თქმა და წყლისა და საპნის გამოყენება წარმოადგენს.

კბილის ჯაგრისები

კბილის ჯაგრისის გამოცვლა ყოველ 3 თვეშია რეკომენდირებული. ამ შემთხვევაში თქვენ თავს იზღვევთ დაავადების გამომწვევ მიკრობებისგან, თუმცა აბინძურებთ გარემოს.

კბილის ჯაგრისებს ამზადებენ პოლიმერებისაგან, რომელთა დაშლას 400 წელი სჭირდება. ისინი პრაქტიკულად არ ექვემდებარებიან გადამუშავებას, რადგან სხვადასხვა მასალისაგან შედგებიან (ნეილონი, პლასტმასა და რეზინი).

დღესდღეობით ბაზარზე ხელმისაწვდომი ალტერნატიული ვარიანტებია წარმოდგენილი - ბამბუკის კბილის ჯაგრისები, რომელთა დაშლას მხოლოდ 3 წელი სჭირდება.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: