როგორ გამოვკვებოთ შერჩევითი მადის მქონე ბავშვები და გავაღვივოთ მათში ჯანმრთელი საკვების სიყვარული? ბევრი ბავშვი ჭამს ცუდად. რატომ? იმიტომ რომ მშობლები მთელი ძალით ცდილობენ აიძულონ ბავშვი კარგად ჭამოს.

ზოგიერთი მსუქანი იბადება, ზოგიც გამხდარი, თუმცა ორივე მათგანს, დაბადებიდანვე თან დაჰყვება ჯანმრთელობისა და წონაში ნორმალური მატებისთვის საჭირო, საკმარისი მადა.

ბავშვებს აგრეთვე თან დაჰყვებათ სიჯიუტის ინსტინქტი, მაგალითად. თუ მას ზედმეტად უჩიჩინებენ და განსაკუთრებით, თუ ეს მისთვის არასასურველ საკვებს უკავშირდება, ეს პროცესი მისთვის უფრო მეტად მოსაწყენი ხდება.
ზოგიერთი ბავშვი კარგი მადით იბადება. მათ სურვილი აქვთ საკვები მიირთვან ავადმყოფობის დროს, მაშინაც კი როცა რაიმე აწუხებთ, ღელავენ და ა.შ.
თუ ბავშვთან დაკავშირებული კვების პრობლემა უკვე გქონდათ ან გაქვთ, ალბათ ადვილად გაიგებთ, როდის წარმოიქმნება მადის პრობლემა თქვენი პატარას შემთხვევაში.
ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში დედა ცდილობს ძალით დაალევინოს პატარას რძე. ბავშვს კი აღარ უნდა და ჯიუტობს. ზოგიერთ მათგანს თანდათანაობით არ აჩვევენ მაგარი საჭმლის მიღებას, უმეტესობა კი საჭმლის გარჩევას ერთი წლის ასაკს ზევით იწყებს. ამ დროს ისინი ისე სწრაფად აღარ იმატებენ წონაში, როგორც სიცოცლის პირველ წელს და, გარდა ამისა, უფრო თავნებებიც ხდებიან. ბევრი ხვეწნა-მუდარა კიდევ უფრო მეტად აქვეითებს მადას, რამაც შესაძლოა ბავშვი სამუდამოდ „ცუდ მჭამელად“ გადააქციოს. ძალიან ხშირად მადის პრობლემა ავადმყოფობის შემდეგადაც წარმოიქმნება, რომლის დროსაც თუ დედა ცდილობს ბავშვს ძალით მისცეს საკვები, ბავშვი საჭმელს შეიძულებს და ეს ზიზღი შესაძლოა მას სამუდამოდ გაჰყვეს.
მადის გაუარესებას კბილების ამოჭრაც იწვევს ხოლმე, რაც დროებითია და მოგვარდება.
როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვი ცუდად იკვებება?
წარმოიდგინეთ თქვენი თავი ბავშვის ადგილზე. ეს რომ გაგიადვილდეთ, გაიხსენეთ, როდის არ გინდოდათ ჭამა, იქნება ეს იყო ზაფხულის ცხელი დღე, იქნება მუცელი გტკიოდათ, ან უბრალოდ ვინმემ გაწყენინათ. ახლა კი წარმოიდგინეთ რომ ასეთ დროს, თქვენთვის არასასურველ მომენტში, ვინმე თავზე დაგდგომოდათ და ყოველ ლუკმაზე თვალი ედევნებინა.
ვთქვათ, თქვენ გასინჯეთ რამდენიმე კერძი, მეტ-ნაკლებად დანაყრდით, თუმცა ამის მიუხედავად, უფრო მეტს გაძალებენ, მეტიც, ბრალს გდებენ რომ თქვენ არც კი გაგისინჯავთ. უხსნით რომ ვეღარ შეჭამთ, მაგრამ მას არ ესმის თქვენი და ამბობს რომ განგებ იქცევით ასე. თუ რამდენიმე თვის ბავშვზეა ლაპარაკი, ის კიდევ უარეს დღეშია, რადგან ლაპარაკი არ შეუძლია და ტირილით აპროტესტებს ხოლმე თქვენს პოზიციას.

გაგებით მოეკიდეთ ბავშვის სურვილს, შეეცადეთ გაუგოთ და თავი მის ადგილას წარმოიდგინოთ. შეეცადეთ მცირე რაოდენობით, ახალ-ახალი საკვები შესთავაზოთ, ლამაზად გააფორმეთ საკვები, მეტად დააინტერესეთ პატარა საკვებით. თქვენი მცდელობა შედეგს აუცილებად გამოიღებს, თუმცა არა ძალადობრივი მეთოდებით.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: