ყველი კალციუმის და რძის ცილების წყაროა ის ერთ-ერთ აუცილებელია საკვებია ბავშვისთვის. იქედან გამომდინარე რომ ყველი - რძის კონცენტრირენული ცილაა, ის შეიცავს ცილებსა და ცხიმებს.

ყველი მდიდარია კალციუმით, ფოსფორით და სხვა მინერალური ნივთიერებებით, A და B ვიტამინებით. ის აუცილებელი პროდუქტია პატარებისთვის, რადგან ხელს უწყობს ძვლის ჩამოყალიბებას, მის სრულყოფას და გამართულად ფუნქციონირებას.
ყველისგან მომზადებული წვნიანი ნაზი გემოთი გამოირჩევა.
მის მოსამზადებლად საჭიროა:

225 გრამი ბეკონი
½ გახეხილი ყველი
½ თავი ხახვი
3 ს/კ ფქვილი
4 ჭიქა წყალი
1/3 კარტოფილი
2 ჭიქა რძე
მარილი და წიწაკა გემოვნებით
მომზადების წესი:
საშუალოზე მაღალ ტემპერატურაზე ქვაბში მოათავსე დაჭრილი ბეკონი და შეწვი მანამ, სანამ ხრაშუნა არ გახდება. თეფშზე დააფინე ქაღალდის ხელსახოცი და გადაიტანეთ შემწვარი ბეკონი. ცხიმი ქვაბშივე დატოვე.
შეამცირე ტემპერატურა საშუალომდე და ამავე ქვაბში დაჭრილი ხახვი მოათავსე. მოთუშე დარბილებამდე, დაახლოებით 5 წუთით. მოაყარე ფქვილი და ურიე მუდმივად, დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში.
ნელ–ნელა შეურიე წყალი თან ურიე. დაუმატე დაჭრილი კარტოფილი და აადუღე. შემდეგ შეამცირე ტემპერატურა და მოხარშე კარტოფილის დარბილებამდე, დაახლოებით 15–30 წუთით.
საჭყლეტით კარტოფილის ნაწილი დასრისე რომ წვნიანი გასქელდეს. შეურიე გახეხილი ყველი და ურიე ყველის დადნობამდე. დაუმატე რძე, შეაზავე მარილითა და პილპილით. აადუღე დაბალ ცეცხლზე და მოხარშე კიდევ 10 წუთით.
წვნიანი ჯამებში გადმოიღე. მორთე დაქუცმაცებული ბეკონით, არაჟნით, მწვანე ხახვითა და წიწაკით.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: