როგორ იწყება შენი დილა? რა თქმა უნდა საუზმით!

თუ საუზმე დაგვიანებულია ან საერთოდ არ არსებობს, ფერმენტები იწვის - და ეს ფაქტიურად აფერხებს ჯანმრთელობის მდგომარეობას, კერძოდ იმუნიტეტს. ამერიკელმა ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანები, რომლებიც არ ჭამენ საუზმეს, უფრო ხშირად ცივდებიან და ავადდებიან გრიპით.

დილის კვება იცავს შაქრიანი დიაბეტისა და გულსისხლძარღვთა დაავადებებისგან. ისინი ვინც რეგულარულად ტოვებს საუზმეს, მათში ჩვეულებრივ ქოლესტერინის დონე უფრო მაღალია, რაც მომავალში ათეროსკლეროზს იწვევს.

მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა და აღნიშნეს, რომ ადამიანები, რომლებიც რეგულარულად იკვებებიან დილით, უფრო სწრაფად იღვიძებენ, უფრო აქტიურები და ენერგიით სავსე არიან სწავლისა და შრომისთვის.

დილით კვების აუცილებლობა ბავშვებში

ბავშვი არ უნდა დარჩეს საუზმის გარეშე! რამდენიმე სამეცნიერო კვლევის თანახმად, დილით ჭამა აუმჯობესებს მეხსიერებას და კონცენტრირების უნარს.
იმისათვის, რომ ბავშვი იყოს ძლიერი და ჯანმრთელი და საკვებმა მაქისიმალური სარგებლობა მოუტანოს, საჭირა სწორი და ბალანსირებული კვების პრინციპების გამომუშავება.
ჩვენს გარშემო უამრავი საკვებია ბოსტნეულის, ხილის, ფრინველის, საქონლის ხორცის, წყალმცენარეების და თევზის სახით. საჭიროა მხოლოდ მათი სწორად გამოყენება.
სწორედ მშობლის უნარზე და ცოდნაზეა დამოკიდებული ის რომ ბავშვი ბალანსირებულად და სწორად გამოკვებოს, რაც საბოლოოდ მას სწორი და ჯანსაღი კვების პრინციპების ჩამოყალიბებაში დაეხმარება.
ალბათ უცხო არ არის თქვენთვის, რომ საუზმე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია პატარებისთვის. გარკვეულწილად მასზეა დამოკიდებული პატარას ფიზიკური და გონებრივი აქტივობა დღის მანძილზე.
ომლეტი - დილის საუზმე პატარებისთვის
კვერცხი ერთ-ერთ ყველაზე სრულფასოვან საკვებს წარმოადგენს პატარებისთვის, ის სავსეა ისეთი ტიპის ვიტამინებით და მინერალებით, რომლებიც სხეულის ჩამოსაყალიბებლად არის საჭირო. თუ კვერცხს ყველს და ბოსტნეულს დაუმატებთ, დილის საუზმედ საუკეთესო საკვებს შექმნით პატარასთვის.
საჭირო ინგრედიენტები:
2ც კვერცხი
1ც ხახვი
1 კბილი ნიორი
ყველი გემოვნებით
ოხრახუში და კამა
მარილი და პილპილი
მომზადების წესი:
ხახვი და ნიორი დაჭერით წვრილად, მოშუშეთ ტაფაზე, შემდეგ დაუმატეთ ათქვეფილი კვერცხი, გახეხილი ყველი, მარილი, პილპილი და დაბალ ცეცხლზე გამოაცხვეთ. გემრიელი დილის საუზმე პატარასთვის მზადაა.