რაც უფრო იზრდება ბიზნესი, მით უფრო რთულდება პროცესი და ერთიანი ხედვა. IT სფეროს, ისევე როგორც ნებისმიერს, აქვს თავისი სირთულეები და შეიძლება ითქვას რომ ბევრ დარგზე რთულიც არის.

მაშინ, როდესაც საქმე ეხება IT პროექტებს, მაღალი IT კვალიფიკაცია და პროექტის მართვის უნარი ხშირად გადამწყვეტია. არ იქნება გასაკვირი, რომ შიდა IT კადრებმა ვერ შეძლონ IT პროექტების მართვა, რადგან არ ქონდეთ შესაბამისი უნარები და გამოცდილება ან ჰქონდეთ საკმარისი რესურსი.

FOR YOU-სთან ინტერვიუში, კომპანია I KNOW იმ უპირატესობებსა და მუშაობის მოდელზე საუბრობს, როგორიც სხვადასხვა აუთსორსინგის მომსახურეობა და მომხმარებელზე მორგებული სერვისებია.

რას ნიშნავს IT აუთსორსინგი?!

IT სერვისების თავმოყრა ერთ ადამიანში წარმოუდგენელია, აუთსორსინგის შემთხვევაში კი ორგანიზაცია არა მხოლოდ ხარჯავს ნაკლებს, ვიდრე თანამშრომლის დაქირავებისას, არამედ იღებს მეტ დახმარებას, მეტი ადამიანის სახით.

აუთსორსინგის დროს, ერთობლივი ძალებით შეუძლიათ ბიზნესისთვის ნებისმიერი სირთულის და მასშტაბის ამოცანის გადაწყვეტა, რაც გულისხმობს ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის გადაცემას მომსახურე კომპანიაზე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით და ვადებით.

IT სპეციალისტი დღესდღეობით ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი კადრია, შესაბამისად აუთსორსინგის დროს, კომპანიაზე იზრუნებს კვალიფიციური სპეციალისტის არა ერთი, არამედ მთელი ჯგუფი.

ასევე, მნიშვნელოვანია დროის ეკონომია: არ მოუწევთ დროის ხარჯვა IT განყოფილების მართვაზე და მეტი დრო დაეთმობა ბიზნესის ძირითად მიმართულებებს.

რაც მთავარია, ზედმეტი ხარჯებისგან განთავისუფლება, სერვისის გატანა მნიშვნელოვნად ამცირებს მომსახურების ხარჯებს და ორგანიზაციის IT სისტემას უფრო ეფექტურს და საიმედოს ქმნის. მაგალითად, თანამშრომლის გადასახადი, მივლინების და შვებულების ხარჯები, თანამშრომლისთვის სამუშაო ოთახი, კომპიუტერული ტექნიკა, კვალიფიკაციასთან დაკავშირებული ფინანსები, დაზღვევა, სატელეფონო ხარჯები და ა.შ.

შედეგად, მომხმარებელი იღებს სწორად შერჩეულ საინფორმაციო სისტემებს, რომლებიც უზრუნველყოფს ბიზნესის მართვის მეტ ეფექტურობას, აუთსორსინგის შემთხვევაში კი ის გაცილებით ნაკლები უჯდებათ.

და მაინც, სანამ აირჩევთ, დაფიქრდით: IT Outsourcing თუ საკუთარი IT განყოფილება?!

I KNOW ქართულ ბაზარზე IT და პროგრამული უზრუნველყოფის ერთ-ერთი ლიდერი საკონსულტაციო კომპანია.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: