ზოგიერთ პატარას კბილები ადრეულ ასაკში ამოსდის, ზოგიერთთან კი პროცესი ნელა ან დაგვიანებით მიმდინარეობს. არსებობს ბევრი შეკითხვები, რომელიც დედას პროცესის მიმდინარეობისას უჩნდება. სანერვიულო არაფერია, რადგან კბილების ზრდა-განვითარება ბავშვებში სხვადასხვაგვარად მიმდინარეობს.

ზოგი ბავშვი განურჩევლად ყველაფერს ღეჭავს, ყოველი კბილის ამოსვლამდე 3-4 დღით ადრე ჭირვეულობს, ტირის და უგუნებოდაა. ზოგიერთ ბავშვს კი კბილები უმტკივნეულოდ ამოსდის და დედაც, ერთ მშვენიერ დღეს, შემთხვევით აღმოაჩენს რომ მის შვილს კბილები ამოსვლია.
თუ ბავშვს კბილები ადრე ამოუვიდა ან პირიქით გვიან, არ იფიქროთ რომ ეს რაიმე სახის პრობლემასთანაა კავშირში და თქვენი შვილი ფიზიკურად ან გონებრივად სხვებთან შედარებით პრობლემურია. ასეთ დროს თქვენ ნეგატიური ფიქრის არანაირი სერიოზული მიზეზი არ გაქვთ, რადგან ეს სერიოზულ პრობლემას არ უკავშირდება.
რა ასაკიდან იწყება კბილების ამოსვლა და სიმპტომები, რომელიც მასთანაა დაკავშირებული.
როგორც წესი, უმრავლეს შემთხვევაში კბილების ამოსვლა დაახლოებით 7 თვის ასაკიდან იწყება ხოლმე, მაგრამ უკვე 3-4 თვის ასაკში ბავშვი წუწუნებს, ყველაფერს კბენს და დროგამოშვებით ტირის.
2,6 თვის ბავშვს ჯამში 20 კბილი უნდა ქონდეს ამოსული, გასაკვირი არ იქნება თუ ის უგუნებობას და გადაჭარბებულ ჭირვეულობას გამოავლენს.
კბილების ამოსვლა ზოგიერთი ბავშვის ორგანიზმის საერთო წინააღმდეგობის გაწევის უნარს აქვეითებს და ისინი ამ დროს ადვილად ავადდებიან სხვადასხვა სახის ვირუსებით, გაციებით თუ გრიპით.

თუ კბილების ამოსვლისას ბავშვი ავად ხდება ან სიცხე 38° აღემატება, დიაგნოზის დასასმელად და სამკურნალოდ საჭიროა ექიმ-პედიატრს მიმართოთ.
როგორ ეზრდება კბილები პატარას და რომელი კბილების ამოსვლას უნდა ველოდოთ თავდაპირველად?
სტანდარტულად პირველ რიგში თავს იჩენს 2 ქვედა ცენტრალური კბილი. რამდენიმე თვის შემდეგ ამოდის 4 ზედა საჭრელი კბილი. ჩვეულებრივ 1 წლის ბავშვს ჯამში 8 კბილი აქვს.
რამდენიმე თვის შესვენების შემდეგ, თითქმის ერთი-მეორის მიყოლებით, ამოდის კიდევ 6 კბილი: დარჩენილი 2 ქვედა საჭრელი კბილი და 4 ძირითადი, რომლებიც ყბის გვერდით მხარეებზეა განლაგებული.

ძირითად და საჭრელ კბილებს შორის რჩება ადგილი ეშვებისთვის, რომლებიც ძირითადი კბილების ამოსვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ ამოდის. როგორც წესი, ეშვები სიცოცხლის მეორე წლის II ნახევარში ამოდის.
მესამე წლის I ნახევარში კიდევ 4 ძირითადი კბილი ამოდის ხოლმე.
გაითვალისწინე!
განსაკუთრებულ პრობლემას პირველი 4 ძირითადი კბილის ამოსვლა წარმოადგენს. ბავშვი ხშირად ჭირვეულობს, ტირის, მადას კარგავს, ღამით შესაძლებელია გაიღვიძოს და ძილის რეჟიმი დაერღვეს.

ნუ შეშინდებით, გამოიჩინეთ გულისხმიერება და მოთმინებით მოეკიდეთ პატარას ქცევას, რადგან მას თქვენი მხარდაჭერა ძალიან სჭირდება, განსაკუთრებით კი კბილების ამოჭრის დროს, რომელიც არც თუ ისე მარტივია მისთვის.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: