თუ შეამჩნიე, რომ შემოდგომაზე თმა განსაკუთრებით ძლიერად გცვივა, ნუ შეშინდები და შეეცადე გაარკვიო ამის მიზეზი.

თუ ზოგადად ჯანმრთელი ხარ, სახლის პირობებშიც კი შეგიძლია თმის ცვენის შემცირება.

რატომცვივა თმა შემოდგომაზე?

ზაფხულში სხეული გაჯერებულია დიდი რაოდენობით ვიტამინებით, მაგრამ თმას რაღაც მაინც აკლია.

შემოდგომაზე ხდება ბუნებრივად დასუსტებული თმის ჩანაცვლება ახალი და ძლიერი თმით. ხშირად თმის ცვენაც ამ მიზეზითაა გამოწვეული.

ამინდის ცვლილებები მნიშვნელოვნად მოქმედებს შენს განწყობაზე, შედეგად ბედნიერების ჰორმონი ისე აქტიურად აღარ გამომუშავდება როგორც ზაფხულში. საბოლოოდ იმუნიტეტი სუსტდება, კანისა და თმის მდგომარეობაც უარესდება.

შემოდგომაზე, სხეულში ქალის იმ ჰორმონების დონე მცირდება, რომლებიც უშუალოდ არიან პასუხისმგებელნი თმისა და კანის მდგომარეობაზე. იმავე მიზეზით, ხშირია თმის ცვენა მშობიარობის შემდეგ. ასევე, ნებისმიერი სახის სტრესი შესაძლოა თმის ცვენის გამომწვევ მიზეზად იქცეს.

ზოგჯერ თმის ცვენის მიზეზი შეიძლება იყოს სერიოზული ჰორმონალური დარღვევა. თუ ამას სხვა სიმპტომებიც თან ახლავს - მენსტრუალური ციკლის დარღვევა, კანისა და თავის კანის ცხიმების შემცველობის მკვეთრი მომატება, მუწუკების გაჩენა, სახეზე თმის ზრდა. მსგავსი სიმპტომებისას - ექიმს უნდა მიმართო. უნდა გამოიკვლიო ჰორმონები და მათი საერთო დონე ორგანიზმში, რის შემდეგად საჭიროა მკურნალობა.

შინაგანი ორგანოების ზოგიერთმა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს თმის დასუსტება, ამიტომ საჭიროა ყურადღებით იყო ნებისმიერი საგანგაშო სიმპტომის მიმართ და დროულად შეისწავლო.

ასევე, თმის ცვენის გამომწვევ მიზეზად ხშირად გვევლინება სებორეა, რომელიც კანის პათოლოგიური მდგომარეობაა. მას თან ახლავს ცხიმის ჯირკვლების სეკრეციული ფუნქციის მოშლა და კანის ცხიმის შემადგენლობის ცვლილებები.
სებორეა ხშირია ახალგაზრდებში. იგი ვლინდება ცხიმის გამოყოფის გაძლიერებით ან მეტისმეტი შემცირებით. არჩევენ ცხიმიან, უცხიმო და შერეულ სებორეას.
ცხიმიანი სებორეა
ცხიმიანი სებორეის შემთხვევაში კანი პრიალებს, ცხიმიანია, ზოგჯერ ჩანს გაწითლებული, გადიდებული და გაფართოებული ფორები. ასეთ კანზე ხშირია ფერიმჭამელების გამონაყარი, თავის კანი დაფარულია ცხიმის თხელი ფენით. თმა პრიალა ხდება და ერთმანეთს ეწებება. სებორეის ფონზე იწყება თმის ცვენა, რამაც გამელოტება შეიძლება გამოიწვიოს.
მშრალი სებორეა
მშრალ სებორეას იწვევს კანის ცხიმის გამოყოფის შემცირება. კანი მშრალია, მოწითალო, დაჭიმული.
დაბანის შემდეგ თავის თმიან ნაწილზე ჩნდება ქერტლი. ადამიანს აწუხებს ქავილი, კანზე შეწითლებული უბნები ვითარდება. თმა უხეშია, მშრალი და მსხვრევადი. ისევე, როგორც ცხიმიანი სებორეის დროს, თმა ცვივა რამაც შეიძლება ასევე გამელოტება გამოიწვიოს.
სებორეის ყველა შემთხვევაში საჭიროა კანის და თმის სწორი მოვლა და დერმატოლოგთან მკურნალობა.