გაზაფხულზე ყველაზე ხშირია ალერგიული რეაქციები, რომელიც სხვადასხვა ფაქტორითაა გამოწვეული. ალერგიულ რეაქციებს თან სდევს სურდო, სისუსტე, სპაზმური ხველა, თვალების წვა და ა.შ.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევის შედეგად ალერგიული რეაქციები სტატისტიკურად უფრო ხშირია ქალაქში ვიდრე სოფელში.
ალერგიის გამწვავების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია:

ალერგიული რეაქციების შემჩნევისთანავე მოერიდეთ გარემოს, რომელიც თქვენზე ალერგიული რეაქციებს ამწვავებს.

იმ შემთხვევაში თუ თქვენ აღმოგაჩნდათ ალერგია მცენარის მტვერზე, შეეცადეთ რომ ოთახის მცენარეებიც ისეთი შეარჩიოთ, რომელიც არ ყვავილობს.

ხეების ყვავილობა აპრილის დასაწყისში იწყება, ხოლო ჰაერში მათი მტვრის კონცენტრაცია პიკს მაისის შუა რიცხვებისთვის აღწევს. მათგან ალერგიულ რეაქციებს იწვევს უმთავრესად თხმელა, თხილი, არყის ხე, მუხა, კოპიტი, შეძლებისდაგვარად მოერიდეთ ადგილებს სადაც ხეები ყვავიან.

ქუჩაში აუცილებლად გაიკეთეთ მზის სათვალე, იმისათვის რომ ადვილად არ შეაღწიოს ლორწოვანში მტვერმა რაც საბოლოოდ გამოიწვევს ალერგიულ რეაქციას.

შინ დაბრუნებისას გამოირეცხეთ სასუნთქი გზები ონკანის ან ფიზიოლოგიური წყლის მეშვეობით.

ერიდეთ კოსმეტიკასა და დასაბან საშუალებებს, რომელთა შემადგენლობაში მცენარეული კომპონენტები შედის.

ამინდი გავლენას ახდენს ჰაერში ყვავილის მტვრის კონცენტრაციაზე. მშრალ, ცხელ, ქარიან დღეებში მტვერი უკეთ ვრცელდება, წვიმის დროს კი მიწაზე ილექება, რაც ამცირებს ალერგიული რეაქციების გამწვავების რისკს.

და თუ მაინც, ალერგიული რეაქციები თქვენი ძალისხმევის შემდეგაც არ შესუსტდა, მიმართეთ კვალიფიციურ სპეციალისტს, რადგან თითოეულ ალერგიულ რეაქციას აქვს თავისი მიზეზი, რომელიც უნდა იქნას გამოკვლეული, რათა შესაბიმისი, კონკრეტული მკურნალობა დაინიშნოს, შედეგიც შესაბამისად თქვენთვის სასურველი იქნება.