ნატურალური წვენების სახით მიღებული საკვები მთელი ორგანიზმის გაწმენდას ემსახურება. ამას შესაძლოა თან ახლდეს გარკვეული ავადმყოფური შეგრძნებები ორგანიზმში, რაც წვენების უარყოფით ზემოქმედებად არ უნდა მიიჩნიოთ. მით უფრო თუ ისინი ახალია და მომზადების დღესვე გამოიყენება. პირიქით, ეს კიდევ ერთი დამადასტურებელია იმისა, რომ ორგანიზმში დაიწყო გაწმენდისა და დარღვეული ფუნქციის აღდგენის პროცესი.
უნდა გახსოვდეთ: მრავალი წლის მანძილზე დაგროვილი ტოქსინები და წიდები ორგანიზმიდან ერთბაშად არ გამოიდევნება. ყოველივე ამას დრო ესაჭიროება.

რატომ ჭარხალი?
ჭარხლის წვენი ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს სისხლში წითელი ბურთულების შესაქმნელად და სისხლის შემადგენლობის გასაუმჯობესებლად.
ჭარხლის წვენის ყოველდღიურმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს გამწმენდი რეაქცია, კერძოდ: მცირედი თავბრუსხვევა ან გულისრევა. ამიტომ დასაწყისში სასურველია მისი მიღება სხვა სახის ბოსტნეულთან ერთად კომბინაციაში მოხდეს. უმჯობესია ეს ბოსტნეული იყოს სტაფილო და ა.შ. შემდგომში შეგიძლიათ ჭარხლის რაოდენობა თანდათან გაზარდოთ, სანამ ორგანიზმი უკეთესად არ გადაიტანს მის გამწმენდ მოქმედებას. წვენის მიღების დღიური ნორმაა 1-1,5 ჭიქა, 2-ჯერ.

ჭარხალი დაავადებების წინააღმდეგ
წითელ ჭარხალში შემავალი კალიუმი და ქლორი წარმოადგენს საუკეთესო საშუალებას ვენების გაგანიერების და სისხლის შედედების წინააღმდეგ.
ასევე, წითელი ჭარხლის წვენი გახლავთ ღვიძლის, თირკმელებისა და ნაღვლის ბუშტის გამასუფთავებელი საშუალება.
გარდა ამისა, A ვიტამინი, რომელიც საკმაოდ ბევრია ნარევში გვევლინება როგორც სისხლის უჯრედების აღმდგენი საშუალება.