საჭმლის ათვისება უწყლოდ შეუძლებელია, მისი დახმარებით ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელია ცილების, სახამებლის და ცხიმების საკვებად გარდაქმნა.

წყალი აუცილებელია კუჭის მუშაობის სტიმულაციისათვის. იგი ხელს უწყობს ფეკალური მასების წარმოქმნას და ორგანიზმიდან მათ დროულ გამოდევნას.

თირკმელები და შარდის ბუშტი, კანი და ფილტვები უწყლოდ ვერ თავისუფლდებიან შხამებისგან. თირკმელებს წყალი საკმაოდ დიდი რაოდენობით სჭირდება. მისი აუცილებელი რაოდენობა პირდაპირაა დამოკიდებული მიღებულ სითხეზე. თირკმელებში გავლილ ყოველ ლიტრ წყალს ორგანიზმიდან 90 გრ უარყოფითი ნივთიერებები გამოაქვს, ეს ნორმალურ ფუნქციონირებადაა მიჩნეული. შარდის დონე 0,25-ზე დაბლა არ უნდა დაეცეს. თირკმელები განუწყვეტლივ მუშაობს და გამუდმებით ითხოვს წყალს.

ცხვირის, ყელის, ტრაქეისა და ბრონქების ლორწოვანი ნიადაგი სველი უნდა იყოს, ვინაიდან ყოველი მათგანი ჰაერთან კონტაქტშია.

ადამიანი სუნთქვისას ყოველდღიურად 0,5 ლ წყალს კარგავს. როცა ჰაერი მშრალია, ეს ციფრი შეიძლება გაიზარდოს.

ცნობილია, რომ სისხლი წყალზე დაახლოებით 10%-ით უფრო სქელია. სისხლის პლაზმის 80% წყალია, რაც მას მთელ სხეულში თავისუფალი მიმოქცევის საშუალებას აძლევს. წყალი მოქმედებს, როგორც ეფექტური და გამაგრილებელი საშუალება.

თქვენმა ორგანიზმმა საჭირო წყალი თავადვე უნდა მოიპოვოს. პირველი გზა ცნობილია. ეს გახლავთ წყლის შემცველი პროდუქტების - ხილის, წვენების, წვნიანების, სასმელების და ა.შ. მიღება.

მიუხედავად წყლის სასარგებლო თვისებებისა, მას გააჩნია მიღების წესები, რომლის დაცვა მის სარგებლიოანობას ერთი-ორად ზრდის, ასევე მნიშვნელოვანია რეკომენდაციის გათვალისწინება სხვადასხვა სასმელებთან მიმართებაშიც:

ჭამის დროს წყლის სმას ყოველთვის ერიდეთ რადგან ის მოქმედებს მონელების პროცესზე, რადგან ხდება კუჭის წვენის განზავება.

ჭამამდე 30 წთ-ზე გვიან და ჭამის შემდეგ 3 სთ-ზე ადრე წყალი არ უნდა დალიოთ.

ძილის შემდეგ დილით და ძილის წინ საღამოთი, 1 ჭიქა ცხელი წყლის ან წყლით განზავებული ხილის წვენის დალევა ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა.

ცხელი ან ცივი წყალი და ხილის წვენები საუკეთესო სასმელია. ასევე კარგია ორგანიზმისთვის რძის ხილთან ერთად მიღება.

საზიანოა მაგარი ჩაის და ყავის სმა. ორივე სასმელი ცუდად მოქმედებს საჭმლის მონელებასა და ნერვულ სისტემაზე, აგრეთვე თირკმელებსა და გულზე. ვისაც ამ ტიპის სასმელზე თავის შეკავება არ შეუძლია, ზოგჯერ უშაქრო ბაცი ჩაი უნდა დალიოს, თუმცა ჭამის დროს არა.
წყალი სვით მაშინ, როცა გწყურიათ.