ჩაი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელია. მაღაზიებში მისი მრავალი სახეობაა წარმოდგენილი, მაგრამ მათ შორის ორი სახეობაა ყველაზე გამორჩეული და მოთხოვნადი, რომლებიც კონკურენციას უწევენ ერთმანეთს - შავი და მწვანე ჩაი.

მწვანე ჩაი ხელს უწყობს წონის დაკლებას, ორგანიზმიდან გამოაქვს ტოქსინები და ყავაზე უკეთ ამხნევებს. ის სასარგებლო ვიტამინების შესანიშნავი წყაროა. კაროტინი, რომელიც სასარგებლოა თვალებისა და კანისთვის, მწვანე ჩაიში უფრო დიდი რაოდენობით გვხვდება ვიდრე სტაფილოში, და ვიტამინი P, რომელიც პასუხისმგებელია იმუნიტეტზე, უფრო მეტია მასში, ვიდრე ციტრუსში.

მწვანე ჩაი სახის მოვლის საშუალებებში

რა თქმა უნდა, შეხვდები ნიღბების სხვადასხვა ვარიაციებს, ასევე ლოსიონებსა და მწვანე ჩაის კრემებს პრობლემური კანისთვის. მცენარის მიმართ ასეთი ინტერესი გამოწვეულია მისი დამამშვიდებელი და დამაწყნარებელი თვისებების გამო.

პოლიფენოლების და P ვიტამინის შემცველობის გამო, მწვანე ჩაი დადებითად მოქმედებს კაპილარების კედლებზე. ინგრედიენტი გამოიყენება მგრძნობიარე კანისთვის, სიწითლისა და გაღიზიანების საწინააღმდეგოდ.

C ვიტამინისა და ამინომჟავების მაღალი შემცველობის გამო მწვანე ჩაი ინტენსიურად გამოიყენება ნაოჭების საწინააღმდეგო კრემებში. ის სახის კანს ათავისუფლებს თავისუფალი რადიკალებისგან, აუმჯობესებს უჯრედების მეტაბოლიზმს, აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს და ჯანმრთელ ფერს უბრუნებს სახეს.

მწვანე ჩაის უარყოფითი მხარეა ის, რომ ის არაეფექტურია მშრალი კანისთვის, ვინაიდან არ შეიცავს დამატენიანებელ თვისებებს. მაგრამ ამ შემთხვევაში, მწარმოებლები მას სხვადასხვა ზეთებს უმატებენ, იმისთვის რომ ჰქონდეს დამარბილებელი და მკვებავი ეფექტი.

მწვანე ჩაი თმის მოვლის საშუალებებში

დღესდღეობით, მწვანე ჩაი ხშირად გვხვდება თმის მოვლის საშუალებებში, განსაკუთრებით კოსმეტიკური საშუალებებით UV დაცვით, შამპუნების, კონდიციონერების, ნიღბების, სპრეების ერთ-ერთ მთავარ ინგრედინეტად. მცენარის ექსტრაქტი კარგად ურთიერთქმედებს თმის კერატინთან, იცავს მას თავისუფალი რადიკალებისგან, მზისგან, მტვრევადობისგან, უნარჩუნებს თმას ჯანსაღ იერს.

მწვანე ჩაი სხეულის მოვლის პროდუქტებში

ყველაზე ხშირად, მწვანე ჩაი გვხვდება ანტიცელულიტური კოსმეტიკური საშუალებებისა და სტრიების საწინააღმდეგო კრემებში. ის კარგად შლის ტოქსინებს, აქვს სადრენაჟე ეფექტი, აუმჯობესებს სისხლის მიკროცირკულაციას, აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს და აუმჯობესებს კანის სტრუქტურას.

როგორ გამოვიყენოთ მწვანე ჩაის კოსმეტიკა?

მწვანე ჩაის არ აქვს უკუჩვენებები, არ ახასიათებს ალერგიული რეაქცია და გვერდითი მოვლენები. მის ექსტრაქტზე დამზადებული პროდუქტები რეკომენდებულია ნებისმიერი ტიპის კანისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მწვანე ჩაის მქონე კოსმეტიკური საშუალებები შეიძლება გამოყენებულ იქნას მუდმივად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მწარმოებლის მიერ დაწესებულია შეზღუდვები მასში დამატებითი ინგრედიენტების არსებობის გამო, რომლებიც კონკრეტულ პირებში სხვადასხვა სახის პრობლემებს იწვევს.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: