დისბაქტერიოზი ადამიანის ნაწლავთა მიკროფლორის თვისობრივი და ამავდორულად რაოდენობრივი ცვლილებაა, რაც არა მხოლოდ საჭმლის მონელების დარღვევით ხასიათდება, არამედ მთლიანი ორგანიზმის ცვლილებაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს. ადამიანის მთლიანი საჭმლის მომნელებელი ტრაქტი დასახლებულია მიკროორგანიზმთა მრავალი სახეობით, რომლებიც ჩვეულ მიკროფლორას ქმნიან.

მათი რაოდენობა მუდმივად იცვლება ისეთ დინამიკურ ფაქტორთა გავლენით, როგორიც არის ასაკი, კვების რეჟიმი, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, შრომისა და ყოფა-ცხოვრების პირობები, კულტურის დონე და ჰიგიენური ჩვევები.

დისბაქტერიოზის გამომწვევი მიზეზები:

ყველაზე ხშირად დისბაქტერიოზი კვებითი დარღვევების დროს და დაბინძურებული წყლის მიღების შედეგად იჩენს ხოლმე თავს. მისი განვითარება ასევე უკავშირდება მედიკამენტების (ანტიბიოტიკების) გამოყენებას. ის შესაძლოა განვითარდეს იმუნოლოგიური დარღვევების დროს, კლიმატური პირობების და რადიაციის შედეგად.

დაავადების სიმპტომები:

  • ნაწლავთა დისბაქტერიოზი მრავალფეროვანი სიმპტომებით ხასიათდება.
  • მუცლის ტკივილი.
  • ძლიერი ფაღარათი.
  • ყაბზობა.
  • მეტეორიზმი.

დაავადების დროს, როგორც წესი, უმადობა საერთოდ არ, ან მცირედაა ხოლმე გამოხატული. სამაგიეროდ, ირღვევა ორგანიზმის დამცველობითი ფუნქცია, რაც ნაწლავური ინფექციების წყარო ხდება.

დიაგნოზი - დისბაქტერიოზი

დისბაქტერიოზის დიაგნოზის დასასმელად საჭიროა განავლის კოპროლოგიური და ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა.

კოპროლოგიური გამოკვლევით დგინდება, თუ რა დონეზე მიმდინარეობს ნაწლავებში საკვები კომპონენტების - ცილების, ცხიმების და უჯრედისის - მონელება.

დისბაქტერიოზის თავიდან ასაცილებლად:

დისბაქტერიოზის პროფილაქტიკისთვის საჭიროა კვებისა და ცხოვრების რეჟიმთან დაკავშირებული რამდენიმე რეკომენდაციის გათვალისწინება.

ორგანიზმში ანთებითი პროცესის მკურნალობა უნდა მოხდეს დროულად, რათა თავიდან აიცილო დისბაქტერიოზის განვითარება.

როგორ გავთავისუფლდეთ დისბაქტერიოზისგან მცენარეული საშუალებით?

2 კვირის განმავლობაში დილით, უზმოზე შეჭამეთ ნივრის 1 კბილი სკავები მიღებამდე 1 სთ-ით ადრე და 1 კბილი საღამოს- ჭამიდან 2 სთ-ის შემდეგ.

განკურნების ნიშანი იქნება საჭმლის მიღების შემდეგ მუცლის შებერიოლობის გაქრობა. კუჭ-ნაწლავში დუღილის პროცესი შეწყდება.

გაითვალისწინე!

ნიორის უზმოზე მიღება დაუშვებელია მათთვის ვისაც კუჭ-ნაწლავის ქრონიკური პრობლემა აქვს. მაგ. (მწვავე ან ქორნიკული გასტრიტი, კუჭ-ნაწლავის წყლული და ა.შ.).

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: