ვირუსის თავიდან აცილების მიზნით თვითიზოლაცია ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო საშუალებად და პრევენციულ ღონისძიებად არის მიჩნეული. აქედან გამომდინარე, მოსახლეობის უმეტეს ნაწილს სახლში, ოჯახთან ერთად უწევს დროის გატარება. ცხადია თვითიზოლაცია არის საუკეთესო გამოსავალი ასეთ რთულ დროს, თუმცა არ დაგავიწყდეთ რომ სახლში ყოფნის დროსაც არსებობს გარკვეული წესები, რომელთა დაცვაც აუცილებელია. კერძოდ გათვალისწინებული უნდა იქნას ის ჰიგიენური წესები, რომელთა დაცვაც აუცილებლობას წარმოადგენს.

ამავდროულად, არ უნდა ჩამორჩეთ ცხოვრების აქტიურ რიტმს და სწორად უნდა დაგეგმოთ დღე. ეს შესაძლებელია იყოს ფიზიკური აქტივობა სახლის პირობებში, ჯანსაღი საკვები, რომელთა მომზადებაც გაგახალისებთ და ცხადია ეს ორმაგ სარგებელს მოგიტანთ. ასევე აუცილებელი ფაქტორია ოთახების ხშირი განიავება, რადგან სახლში იმყოფებით.

სხვა წესების შესახებ კი შეგიძლიათ ქვემოთ გაიგოთ:

ოთახის სველი წესით, დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით.

ასევე სველი წესით უნდა დამუშავდეს ავეჯის ზედაპირი, და ის საგნები, რომელთაც ყოველდღიურად ეხებით და იყენებთ.

სადეზინფექციო ხსნარით უნდა დამუშავდეს ფეხის საწმენდი ტილო შინ თუ გარეთ.

ყოველდღიურად, სადეზინფექციო ხსნარით უნდა გაწმინდოთ კარის ურდულები.

გადასწიეთ ფარდები, რათა მეტი მზის სხივი შემოვიდეს ოთახში, განსაკუთრებით საძინებელში.
ხშირად გაიტანეთ თეთრეული მზეზე, რადგან მზის სხივი ანადგურებს ყველა მავნე ბაქტერიას.
გულმოდგინეთ დაიბანეთ ხელები და გაიწმინდეთ ფრჩხილები, რადგან მასში უამრავი ბაქტერია ცხოვრობს.

გარეთ გასვლის შემდგომ, შინ დაბრუნებისას, მაქსიმალურად შეეცადეთ ფეხსაცმელი კარებთანვე გაიხადოთ, ასევე არ გაჩერდეთ სახლში გარეთ ნამყოფი ტანსაცმლით.

და ბოლოს, შეეცადეთ მეტი დადებითი ემოცია გასცეთ გარშემომყოფებზე, რადგან ეს აუცილებელია როგორც ამ პრობლემასთან ბრძოლაში, ისე ყოველდღიური ცხოვრების გასაუმჯობესებლად.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: