ნაგვის დიდ ნაწილს წარმოადგენს ქაღალდი, რომელიც სხვადასხვა სახის პარკების, ყუთების ან შეფუთვის სახითაა წარმოდგენილი. მათი წარმოებისთვის საჭიროა მერქანი, რომლის რაოდენობა პლანეტაზე ყოველწლიურად მცირდება. აქედან გამომდინარე, ჩვენს წინაშე დგას ამოცანა: გავუფრთხილდეთ დედამიწის მწვანე „ფილტვებს“. ამის მიღწევა გამოყენებული ქაღალდის შეგროვებითაა შესაძლებელი.

მაკულატურა - მეორადი ნედლეულია. როგორც ცნობილია, მაკულატურის ჩაბარება ქაღალდის წარმოებისთვის საჭირო ხეების მოჭრის შემცირების საშუალებას იძლევა, ანუ ეკონომია დიდწილად გამოყენებული ქაღალდის ხარჯზეა შესაძლებელი.

მაკულატურის ჩაბარება სპეციალურ საწარმოებში ახალი პროდუქციის მიღების და გადამუშავების მოცულობის ზრდის საშუალებას იძლევა. ევროპის ქვეყნებში მეორადი ნედლეულის გადამუშავება დიდი ხანია იქცა ბიზნესად, რომელიც საკმაოდ დიდ შემოსავალს იძლევა. ამ მხრივ ლიდერი ქვეყანა გერმანიაა.

ერთი ტონა ცელულოზის წარმოებისთვის დაახლოებით 15 ხეა საჭირო. გადამუშავებული ქაღალდის გამოყენებით ჩვენ პლანეტის „ფილტვებს“ ვინარჩუნებთ. ერთი ტონა მაკულატურისაგან იმდენივე ცელულოზის მიღებაა შესაძლებელი, რამდენიც 15 ხის მოჭრის შედეგად.

გარდა ამისა, მნიშვნელოვნად მცირდება წარმოებისთვის საჭირო სითხის რაოდენობა. პირველადი ნედლეულის გადასამუსავებლად 160 კუბური მეტრი წყალია საჭირო, მეორად ნედლეულს კი სულ რაღაც 16 კუბური მეტრი წყალი სჭირდება. ახალი ტექნოლოგიები წყლის გაფილტვრის და თავიდან გამოყენების საშუალებას იძლევა, ანუ ხდება წყლის დაზოგვაც.

მეორადი ნედლეულისგან მზადდება ქაღალდის ახალი პროდუქცია, შესაფუთი მასალა, კვერცხის ჩასადები, ტუალეტის ქაღალდი და ა.შ.

ნედლეულს გადამუშავებისთვის ბევრი საწარმო აბარებს. მეგაპოლისებში ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან ნარჩენების რაოდენობა ძალიან დიდია.

ქალაქებში მოქმედებს მაკულატურის ჩაბარების პუნქტები და საწყობები, სადაც მეორადი ნედლეულის შენახვა და შემდგომი უტილიზაცია ხდება. შედეგად გაუმჯობესებულ ეკოლოგიურ მდგომარეობას ვიღებთ.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: