ყველაფერი სიზმრიდან დაიწყო

რობერტ ლუის სტივენსონის „დოქტორ ჯეკილისა და მისტერ ჰაიდის უცნაური ამბავი“ თანამედროვე ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია. იგი ენრაოდენობით სხვა ნამუშევრების ინსპირაციის წყარო გახდა და ადაპტირებულ იქნა ფილმებში, ტელევიზიასა და სხვა ისტორიებში.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ შედევრის შექმნის შთაგონების წყარო სტივენსონის სიზმარი იყო. ცუდად ყოფნის პერიოდში, როდესაც მას ცხელება ჰქონდა, რასაც ტუბერკულიოზი იწვევდა, დაესიზმრა რამდენიმე სცენა, მათ შორის პირველი გარდასახვის ეტაპიც. იგი იმდენად ჩაითრია ნანახმა, რომ გაღვიძებისთვის ცოლს უსაყვედურა და აღშფოთება გამოთქვა.

გაღვიძებულზე, იმაზე დაყრდნობით, რაც ახსოვდა, რობერტმა ცნობილი და ისტორიული პირების შესწავლა დაიწყო, რამაც საბოლოოდ ნამდვილი ხელოვნების ნიმმუში შეაქმნევინა.

ყველაზე დიდი გავლენა, ლუის ვივეტის უცნაურმა ამბავმა მოახდინა. ვივეტი პირველი ადამიანი იყო, რომელსაც პიროვნების დისოციაციური აშლილობა დაუდგინეს.

დოქტორ ჯეკილისა და მისტერ ჰაიდის უცნაური ამბავი

დოქტორ ჯეკილისა და მისტერ ჰაიდის უცნაური ამბავი

სასტიკი ბავშვობის შემდეგ, 17 წლის ვივეტი ფერმაში სამუშაოდ გაგზავნეს, სადაც ჩხრიალა გველთან დაპირისპირების შემდეგ პარალიზებული დარჩა და სიარული არ შეეძლო. მისი აღზრდისა და ფიზიკური მდგომარეობის მიუხედავად, ვივეტი კეთილი და განათლებული ახალგაზრდა იყო, რომელიც თავშესაფარში ცხოვრობდა.

პარალიზებიდან წელიწადნახევარში, მოულოდნელად მან სიარული შეძლო. როდესაც მას თავის მდგომარეობაზე უთხრეს იუარა და ამტკიცევდა, რომ იგი იყო პატიმარი და თავადაც ძალიან უხეში და აგრესიული იყო. ექიმებმა შემდგომში დაადგინეს, რომ მასში არსებულ ორ პიროვნებას ერთმანეთთან არაფერი აკავშირებდათ და მათ არც საერთო მოგონებები გააჩნდათ.

სწორედ ვივეტის განსხვავებული პიროვნებები გახდა მთავარი გმირის შექმნის საფუძველი და რომელმაც უდიდესი აღიარება მოიპოვა.

გადაცემის „დილა შენთვის“ სტუმარი, პალიტრა L-ის პროექტ მენეჯერი ლუკა ქუთათელი სტივენსონის ნამუშევრების წაკითხვას გირჩევთ.

„ იგი არის კლასიკოსი მწერალი, მისი წერის მანერა განსხვავებულია მისი დროისთვის და თანამედრვე ცხოვრებაში კითხვისას განსხვავებას ვერ იგრძნობთ.იმის განცდა გრჩება, რომ თანამედროვე მწერლის ნაშრომს კითხულობ. მის წიგნები უდიდესი ლექსიკით გამოირჩევა, რაც გონების დახვეწას უწყობს ხელს.“ - ლუკა ქუთათელი

იხილეთ გადაცემის სრული ჩანაწერი რადიო Jako.FM-ის Facebook გვერდზე

ლუკა ქუთათელი

ლუკა ქუთათელი

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: