ჩვენს დროში ბევრი ადამიანი მუსიკას თითქმის მთელი დღე უსმენს: მანქანაში, თვითმფრინავში, ოფისში, სპორტულ დარბაზში და ა.შ., თუმცა ჩვენ იშვიათად ვფიქრობთ იმაზე, თუ რა გავლენის მოხდენა შეუძლია მას ადამიანის ტვინზე. არსებობს ბევრი სამეცნიერო კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ საყვარელი სიმღერების მოსმენა ზოგჯერ საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც სწორად შერჩეულ მელოდიას თქვენი ემოციური მდგომარეობის შეცვლა შეუძლია.

FOR YOU-მ გადაწყვიტა გაერკვია, როდის არის მუსიკის ჩართვა საჭირო, და როდის არის უმჯობესი სიჩუმეში ყოფნა.

1. ოფისში მუშაობის დროს

მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მუსიკის მოსმენა მუშაობის დროს ხელს უწყობს გუნება-განწყობილების ამაღლებას, შრომის ნაყოფიერების ზრდას და სამუშაოს ხარისხის გაუმჯობესებას. ექსპერიმენტის დროს აღინიშნა, რომ ოპტიმისტური პოპ-მუსიკა ამაღლებს შემოქმედებით უნარებს, ხელს უწყობს განტვირთვას და მენტალური ბლოკებისთვის თავის არიდებას, თუმცა ზოგჯერ ეს არ არის რეკომენდებული.

Related Articles

მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ ჩართოთ საყვარელი ფლეი-ლისტი, როდესაც კარგად ნაცნობი, რუტინული საქმით ხართ დაკავებული. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მოგიწევთ მუშაობა ახალ ამოცანაზე, რომელიც სრულ კონცენტრაციას მოითხოვს, ამის გაკეთება უმჯობესია სიჩუმეში ან უსიტყვო მელოდიის თანხლებით.

დასკვნა: ოფისში შესაძლებელია, ოღონდ გარკვეულ სიტუაციებში

2. სპორტულ დარბაზში

ზოგიერთები იკეთებენ დარბაზში ყურსასმენებს იმისთვის, რომ ზედმეტმა ხმაურმა ხელი არ შეუშალოს. ამასთან, ინსტრუქტორები ამბობენ, რომ ვარჯიშის დროს მუსიკის მოსმენა არ არის რეკომენდებული. სხვადასხვა ვარჯიშის შესრულებისას უმჯობესი იქნება ყურადღება არა მუსიკის მოსმენას, არამედ სუნთქვას და იმ ჯგუფის კუნთების მუშაობას მიაქციოთ, რომელზეც თქვენი ძალისხმევაა მიმართული. ამგვარად, თუ გსურთ, რომ თქვენი ვარჯიში უფრო ეფექტიანი იყოს, უსმინეთ საკუთარ სხეულს და არა საყვარელ სიმღერას.

მუსიკის მოსმენა დასაშვებია კარდიოვარჯიშის დროს, სადაც არ არის საჭირო კონცენტრირება გარკვეულ მიზანზე. ამ შემთხვევაში იდეალური იქნება R’n’B-ის სტილის მუსიკა ან ნებისმიერი სხვა რიტმით 140 ბიტი წუთში, რათა პულსის სიხშირე არ იყოს 120 დარტყმაზე ნაკლები.

დასკვნა: არ ღირს ძალისმიერი ვარჯიშის დროს, დასაშვებია სარბენ ბილიკზე ვარჯიშის დროს

3. თვითმფრინავში

ხანგრძლივი გადაფრენა საყვარელი ფლეი-ლისტის გარეშე წარმოუდგენელია, თუმცა არ ღირს ყურსასმენების გაკეთება მაშინვე, როგორც კი სავარძელში მოკალათდით. აფრენის და დაშვების დროს წნევის მკვეთრი ცვლილება ხდება, ამიტომ ხშირად ხდება ყურების დაგუბება. იმ შემთხვევაში, თუ ამ დროს თქვენი დაფის აპკი დამატებით დატვირთვას განიცდის, არსებობს რისკი, რომ უსიამოვნო შეგრძნება ყურებში კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.

Related Articles

გარდა ამისა, თვითმფრინავის აფრენისა და დაშვების დროს თქვენი ყურადღება ბორტგამცილებლებისკენ უნდა იყოს მიმართული. მას შემდეგ რაც თვითმფრინავი სიმაღლეს აკრებს, თამამად შეგიძლიათ ჩართოთ ფლეერი ან ტელეფონი იმ მუსიკით, რომელიც თქვენზე დამამშვიდებლად მოქმედებს.

დასკვნა: შესაძლებელია თვითმფრინავში ყურსასმენებით მუსიკის მოსმენა, ოღონდ არა თვითმფრინავის აფრენისა და დაფრენის მომენტში.

4. მეტროში

მატარებლის ხმაური მეტროში 90 დეციბელს შეადგენს. შედარებისთვის, საშუალო ხმის სიმაღლეზე ჩართული მუსიკა - 40 დეციბელია. იმ შემთხვევაში, თუ მეტროში ყურსასმენები გიკეთიათ, აუცილებლად გაგიჩნდებათ ხმის აწევის სურვილი, რათა გარე ხმაური ჩაახშოთ. ექსპერტების აზრით, ამან შესაძლოა შიდა ყურის სტრუქტურაში დამანგრეველი პროცესები გამოიწვიოს, როდესაც ხდება კუნთების გადაღლა და ისინი ვერ ასრულებენ დამცავ ფუნქციებს. აქედან გამომდინარე, მეტროში უმჯობესია მუსიკის გარეშე იმგზავროთ, მაგრამ თუ ეს ვარიანტი არ გაწყობთ, უკეთესი იქნება, საშუალო ან დიდი ყურსასმენის გამოყენება.

დასკვნა: მეტროში ყურსასმენის გამოყენება არ ღირს.

5. სირბილის დროს

სირბილი - საკმაოდ მონოტონური ვარჯიშია, ამიტომ ამ დროს ბევრს მუსიკის მოსმენის სურვილი უჩნდება, თუმცა თუ თქვენ მარათონისთვის ან შეჯიბრისთვის ემზადებით, უნდა გაითვალისწინოთ, რომ დღესდღეობით ამგვარი ღონისძიებების ორგანიზატორები კრძალავენ დისტანციაზე მუსიკის მოსმენას. აქედან გამომდინარე, არ ღირს ვარჯიშის დროს მუსიკის მოსმენას შეეჩვიოთ, რათა შემდგომში უფრო იოლად მოახერხოთ ადაპტაცია „საბრძოლო“ პირობებთან. ასევე, მნიშვნელოვანია დაიცვათ უსაფრთხოების წესები, რადგან როდესაც ყურსასმენი გიკეთიათ, თქვენ ცუდად გესმით, რა ხდება თქვენს გარშემო.

დასკვნა: თუ მარათონში მონაწილეობის მისაღებად ვარჯიშობთ, უმჯობესია ყურსასმენებზე უარი თქვათ.

Related Articles

6. ძილის წინ

სწორად შერჩეული მუსიკა დაგეხმარებათ იმაში, რომ ძილის წინ მოეშვათ. ის ხელს შეუწყობს სუნთქვის სიხშირისა და გულის რიტმის შენელებას. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თუ დაძინებამდე 45 წუთით ადრე კლასიკურ მუსიკას მოუსმენთ, ბევრად სწრაფად დაიძინებთ. ასევე, სასარგებლოა ნებისმიერი მუსიკის მოსმენა, რომლის რიტმი წუთში 60 დარტყმას შეადგენს. მეტიც, ცოტა ხნის წინ ნეირობიოლოგების ჯგუფი დაეხმარა ბრიტანელ დიჯეის ალბომ „Better Sleep“-ის ჩაწერაში, რომლის ტრეკები უძილობას შველიან.

დასკვნა: ძილის წინ მუსიკის მოსმენა დასაშვებია, ოღონდ თუ სწორ მუსიკას შეარჩევთ

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: