ჩინური ახალი წელი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც გაზაფხულის ფესტივალი, ჩინეთში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წლიური მოვლენაა და მთელ რიგ ტრადიციებს მოიცავს, რომელთაგან ზოგიერთი ათასობით წელს ითვლის.

ხალხური ლეგენდის თანახმად, შუშხუნები გამოიყენება იმ მონსტრების განსადევნად, რომლებიც გაზაფხულის ფესტივალის საღამოს უნდა გამოჩნდნენ. უძველეს პერიოდში ისინი ბამბუკისგან მზადდებოდა. დენთის გამოგონებასთან ერთად გაჩნდა ისეთი ფოიერვერკები, რომელთაც ყოველი ახალი წლის შესახვედრად ვიყენებთ.

ჩინური ახალი წლის საღამოს ჩინეთიც ცა ფოიერვერკების ნაპერწკლებით იფარება. ყველა ოჯახიდან ერთი მამაკაცი გარეთ გადის და 1000-მდე შუშხუნას ანთებს.

საგაზაფხულო ფესტივალი ჩინეთში

იმისთვის, რომ იღბლიანი წელი ჰქონდეთ, ფესტივალის მონაწილეები ფურცელზე ჩინურ იეროგლიფს წერენ და კარზე ჰკიდებენ.

ნათესავებისა და მეგობრების მონახულება ჩინური ახალი წლის პერიოდში უძველესი ტრადიციაა, რომლის დროსაც ბავშვები ხშირად იღებენ საჩუქრად ფულს წითელ კონვერტებში, ამით უფროსები ბავშვებს უსაფრთხო და კარგ წელიწადს უსურვებენ.