ზამთარში ფრჩხილები შრება, იფიტება და მტვრევადი ხდება. მას, ისევე როგორც ხელებს, მოვლა და დაცვა სჭირდება. გარემო ფაქტორების ზემოქმედება, უხარისხო ფრჩხილის ლაქი, არასწორად გაკეთებული ფრჩხილები (დაუმუშავებელი და გაუსტერილებელი ფრჩხილის მოვლის საშუალებები) და ა.შ, შესაძლებელია არაერთი ფაქტორი გახდეს ფრჩხილების გარშემო უბნების ანთების გამომწვევი წყარო და მიზეზი.

იმისათვის რომ თავიდან აიცილოთ დისკომფორტი, რომელიც თქვენი გარეგნობის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი შტრიხია, საჭიროა დაიცვათ წესები, რომელსაც ქვემოთ გაგაცნობთ. სულ რამდენიმე წესის დაცვა თავიდან აგაცილებთ დისკომფორტს, რომელიც თქვენს გარეგნობაზე და განწყობაზე უარყოფითად აისახება.

ახლა კი უშუალოდ წესების შესახებ ვისაუბროთ:

1 პირველ და მთავარ წესს, ისევე როგორც ხელების შემთხვევაში, საპნის სწორად შერჩევა წარმოადგენს. ფრჩხილების დასაცავად საჭიროა გლიცერინის, ზეთის ხილის, გვირილის ექსტრაქტზე დამზადებული საპნის გამოყენება.

2 ფრჩხილების დასაცავად, რეცხვის დროს ხელთათმანები გამოიყენეთ. ასე თავიდან აიცილებთ ფრჩხილების მტვრევადობით გამოწვეულ დისკომფორტს.

3 არ არის აუცილებელი ხშირად გამოიყენოთ ფრჩხილების მოსაშორებელი სითხე. მისი გამოყენება კვირაში მხოლოდ ორჯერაა დასაშვები.
4 ნუ გამოიყენებთ იაფფასიან ლაქს, რომელიც ფრჩხილებს მკვებავ ნივთიერებებს აცლის.

5 ფრჩხილების გასამაგრებლად გამოიყენეთ სპეციალური აბაზანები. ეს შესაძლებელია იყოს ზღვის მარილი, ლიმონის წვენი და ა.შ.
6 ფრჩხილებზე ასევე შეგიძლიათ შეიზილოთ A ვიტამინი.
7 ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება კვებას. ყურადღება მიაქციეთ რაციონს: ის კალციუმით მდიდარი საკვებით უნდა იყოს გაჯერებული.
8 ხელების და ფრჩხილების მოსავლელად ალოეს, ზეთის ხილის, კალენდულას და გვირილას ექსტრაქტზე დამზადებული მოვლის საშუალებები გამოიყენეთ.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: