ზაფხული ერთ-ერთი ყველაზე სასურველი წელიწადის დროა. პირობებიდან გამომდინარე, იცვლება ცხოვრების წესი, სხეული გადადის სხვა ტემპერატურულ რეჟიმზე, იმატებს მზის გავლენით გამოწვეული პრობლემები სხეულზე და, განსაკუთრებით, თვალებზე. ხშირდება თვალის სხვადასხვა ტიპის ალერგიული რეაქციები, რაც გამოწვეულია მზის სხივების ზემოქმედებით. ასევე, ხშირია ალერგიული რეაქციები მცენარის მტვერზე, ზღვის წყალზე, რომელშიც მარილის შემცველობა საკმაოდ მაღალია. მას თან ახლავს თვალის სიწითლე, გაღიზიანებადობა, ქავილი და ა.შ.

კონიუქტივიტი (თვალის ლორწოვანი გარსის ანთება)

ზაფხული თვალის დაავადებების სეზონია. კონიუქტივიტი კი - ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება.

კონიუქტივიტის დროს თვალი წითლდება, იმატებს ცრემლდენა, ხშირია ქავილისა და წვის შეგრძნება.

კონიუქტივიტი გადამდები დაავადებაა, რაც ნიშნავს იმას, რომ იგი, შესაძლოა, გავრცელდეს ერთი ადამიანიდან მეორეზე. მაგრამ ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტისგან შეზღუდვა იმის გამო, რომ გადადების რისკი შემცირდეს, მხოლოდ მითია.

კონიუქტივიტი შესაძლოა გამოწვეული იყოს ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი ან სხვა სახის ინფექციით. ასეთ შემთხვევაში, უმჯობესია თვალის ექიმთან ვიზიტი, რათა დაადგინოს ზუსტი მიზეზი და შეარჩიოს სწორი მკურნალობის მეთოდი.

მშრალი თვალები

თვალის გამოშრობა ხდება მაშინ, როდესაც ცრემლსადენიდან მაღალი ტემპერატურის გამო ცრემლი ორთქლდება. ამის შემდეგ იწყება გაღიზიანება და წვის შეგრძნება. ადამიანები, რომლებსაც წარსულში თვალის პრობლემა ჰქონდათ, უფრო მეტად არიან მიდრეკილი თვალების სიმშრალისკენ. მაღალი ტემპერატურის გამო კი, შემთხვევათა რიცხვი მნიშვნელოვნად იზრდება.

თვალის ალერგია

თვალები ზაფხულის განმავლობაში ძალიან მგრძნობიარეა ჰაერის მიმართ რომლეშიც გაბნეული მცენარის მტვერი, სხვა გარემოს დამაბუნძრებლები.ჰაერში გაბნეული დამაბინძურებლების ან სხვა გამაღიზიანებლის მაღალი დონის და რისკის გამო, ალერგიული რეაქციები ხშირია. რასაც თან ახლავს: სიწითლე, ქავილი და წვის შეგრძნება.

მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები როგორც წესი ხანმოკლეა, ისინი შესაძლოა მართლაც არასასიამოვნო იყოს და დიდწილად ხელი შეუშალოს შენს ჩვეულ რუტინას.

აქ მოცემულია თვალის მოვლის რამდენიმე მარტივი მოქმედება, რომელიც დაგეხმარებათ პრობლემის თავიდან აცილებაში და სასიამოვნო ზაფხული გატარებაში.

რჩევები თვალების ჯანმრთელობისთვის:

  • გარეთ გასვლისას ყოველთვის ატარეთ თვალის დამცავი, რომელსაც აქვს ულტრაიისფერი დაცვა.
  • ცურვისას გაიკეთეთ სათვალეები რადგან წყალი იწვევს თვალის ლორწოვანის გაღიზიანებას.
  • მოერიდეთ თვალის ცხვირსახოცით, და პირსახოცით შემშრალებას.
  • შეეცადე გამოიყენო სუფთა ერთჯერადი ქსოვილი თვალის გასაწმენდად (მაკიაჟისას ან სხვა პროცედურების დროს).
  • ხელები ხშირად დაიბანე საპნით და წყლით, ნუ მიიდებ ჭუჭყიან ხელს თვალებზე, იზრუნე პირად ჰიგიენაზე.
  • ატარე მზისგან დამცავი სათვალე, რადგან მზის სხვიები საფრთხეს უქმნის თქვენს თვალს.
  • რაც მთავარია, პრობლემის შემთხვევაში თავიდან აიცილე თვითმკურნალობა. ეწვიე ოფთალმოლოგს რათა შეძლოს ზუსტი მიზეზის დადგენა და გაგიწიოს შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა.

    იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: