ყველა ბავშვს უყვარს კარგი წიგნი და თუ ჩვენ კარგად გავიაზრებთ ლიტერატურის როლს ჩვენს ცხოვრებაში, პირველ რიგში, უნდა დავსვათ კითხვა - რას ნიშნავს კარგი საბავშვო წიგნი?

ხშირ შემთხვევაში, ბავშვისთვის, მისი წლოვანების მიხედვით წიგნის შერჩევა საკმაოდ რთულია. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მისი ხასიათი, ინტერესები და მიდრეკილებები. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება საერთოდ შევაძულოთ კითხვა.

სწორად შერჩეული ლიტერატურა ძალიან კარგად მოქმედებს ბავშვის განვითარებასა და მისი ფსიქიკის ჩამოყალიბებაზე.

პირველ რიგში, წიგნი უნდა იყოს მიმზიდველი. ისეთი, როგორიც ბავშვის ყურადღებას მიიპყრობს. კარგი იქნება, თუ ამ წიგნის სიუჟეტს ისეთი ადამიანი აღუწერს ბავშვს, რომელსაც ისტორიის საინტერესოდ გადმოცემის ნიჭი აქვს. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ბებია, ბაბუა თუ საყვარელი მასწავლებელი. მთავარია ბავშვს აღუძრას სურვილი გახდეს ამ ისტორიის თანამონაწილე.

წიგნის კითხვა ბავშვის გონებას ანვითარებს

წიგნის კითხვა ბავშვის გონებას ანვითარებს

კარგი წიგნი, რა თქმა უნდა, უნდა იყოს თავგადასავლებით სავსე, გასართობი სახის, სადაც გმირები სირთულეებს ეჭიდებიან. ასევე მნიშვნელოვანია იყოს კეთილი დასასრულით, რომ ბავშვი არ დაითრგუნოს და მის სათუთ ბუნებას ზიანი არ მიაყენოს.

კარგი წიგნი, ასევე ის გმირებია, რომლებიც კითხვისას ბავშვის საუკეთესო მეგობრები ხდებიან და მათი საქციელი სიკეთის მაგალითია.

გადაცემაში „დილა შენთვის“ სტუმრობისას, ფილოლოგმა თინათინ ქავთარაძემ პალიტრა L-ის პროექტზე „მოსწავლის არჩევანი“ ისაუბრა.

ეს არის პროექტი, რომელიც სხვადასხვა ასაკის მქონე მოზარდებისთვისაა გათვლილი და მშობელს აძლევს საშუალებას, შვილის ასაკიდან გამომდინარე, მას შესაბამისი წიგნი შეურჩიოს.

პროექტის „მოსწავლის არჩევანი“-ს ფარგლებში ფილოლოგები აქტიურად მუშაობდნენ ფსიქოლოგებთან ერთად, რომ ბავშვის ფსიქოლოგიისა და ინტერესებიდან გამომდინარე, სხვადასხვა ასაკისთვის შესაფერისი წიგნების კრებული შეედგინათ.

უყურეთ გადაცემის სრულ ვერსიას რადიო Jako.FM-ის Facebook გვერდზე

თინათინ ქავთარაძე

თინათინ ქავთარაძე