ვირუსები ერთ-ერთ მთავარ და ძირითად პრობლემას წარმოადგენს. ის განსაკუთრებით ხშირია გაზაფხულზე. მისი გადაცემის ერთ-ერთ მთავარ გზას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, დაინფიცირებულთან კონტაქტი და ჰიგიენის დაუცველობა წარმოადგენს.

ჰიგიენა ერთ-ერთ მთავარ და ძირითად წესს წარმოადგენს იმისათვის რომ მინიმუმამდე შემცირდეს ინფექციების და ვირუსების გადაცემის გზები.
მკაცრად დაიცავით ჰიგიენის წესები, რადგან მთავარ წყაროს სწორედ ის წარმოადგენს:

ხელების ხშირი დაბანა თავდაცვის ერთ-ერთ მთავარ და ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს.
გარედან შინ დაბრუნების შემდეგ, საპნით და გამდინარე წყლით კარგად დაიბანეთ ხელები.
ნუ შეხვალთ ოთახში გარეთ ნამყოფი ფეხსაცმლით! ასევე გამოიცვალეთ ტანსაცმელი, რომლითაც გარეთ იმყოფებოდით.

Related Articles

საცხოვრებელი, ოთახი სადაც ბავშვები იმყოფებიან, ხშირად გაანიავეთ, კარის სახელურები პერიოდულად სპირტში დასველებული ტილოთი გაწმინდეთ. იატაკიც სადეზინფექციო ხსნარით (ქლორიანი) ტილოთი მოწმინდეთ, შეეცადეთ ოთახებში მეტი მზის სხივი შემოვიდეს.
პერიოდულად გაიწმინდეთ ხელები სპირტიანი ხსნარით. თუ ხალხმრავალ ადგილებში მუშაობთ, გამოიყენეთ სადეზინფექციო ხსნარი.

პირბადე გამოიყენეთ მხოლოდ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, გარეთ, ქუჩაში, პირბადის გამოყენებას არ აქვს მნიშვნელობა.

შეეცადეთ დილის საათებში გაისეირნოთ სუფთა ჰაერზე და მეტი დრო დაჰყოთ დილის მზის ქვეშ.
მიირთვით მეტი ბოსტნეულით მდიდარი საკვები, ხილი, მიიღეთ სითხეები, ეს შესაძლოა იყოს (კომპოტი, ჩაი და ა.შ.)

ხელების ხშირი დაბანა თავდაცვის ერთ-ერთ მთავარ და ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს ვირუსებისგან.
ვირუსის მქონე ადამიანთან კონტაქტისგან თავის არიდება ასევე დაავადების გავრცელებას ხელს შეუშლის.
საცხოვრებელის, ოთახის სადაც ბავშვები იმყოფებიან, ხშირი განიავება, სველი წესით დამუშავება და ა.შ.

რჩება თუ არა ვირუსი თმაზე?

სახლში დაბრუნების შემდეგ სპეციალურად თმის დაბანა ან დეზინფიცირება საჭირო არ არის. ვირუსული ინფექცია გარკვეულ პირობებს მოითხოვს, მაგალითად ვირუსის შემცვლელობა სითხეში (ნერწყვში), ვირუსული აქტიურობა და ა.შ.. ჩვეულებრივ, საზოგადოებრივ ადგილებში ან გარეთ ყოფნისას თმაზე მაღალი ვირუსული აქტიურობის ნერწყვის მოხვედრა საკმაოდ რთულია. საკმარისი იქნება, თუ თავს უბრალოდ პერიოდულად დაიბანთ.

როგორ დავიცვათ თავი პირადი ავტომობილით მგზავრობისას?

საჭიროა გაანიავოთ ავტომობილის სალონი, მოიმარაგოთ პირბადეები, სადეზინფექციო საშუალებები და ხელსახოცები. საზოგადოებრივ ადგილებში ყოფნის შემდეგ, როდესაც ავტომობილში დაბრუნდებით, რეკომენდირებულია ხელების დეზინფექცია. თუ მანქანაში იმყოფებოდნენ ადამიანები საეჭვო სიმტომებით, აუცილებლად გაანიავეთ სალონი, ასევე სადეზინფექციო საშუალებით გაწმინდეთ სახელურები და სავარძლები, რომელსაც ისინი ხელს კიდებდნენ. თუ მგზავრს დაავადება დაუდგინდა, სალონს დეზინფექცია უნდა ჩაუტარდეს.

იპოვეთ სხვა სტატიები თეგით: